სემინარი ვალდორფის სკოლაში: რთული ბავშვები და მათთან მუშაობის სპეციფიკა

2016 წლის 21-24 მარტს თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში სკოლის პედაგოგებისთვის დაგეგმილია სემინარი თემაზე "რთული ბავშვები და მათთან მუშაობის სპეციფიკა".
პრაქტიკული მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია კლასებში დასწრება მთავარი გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვის განხილვა, კონსულტაციები მასწავებლებისთვის, აგრეთვე, მშობლებისთვის.
სემინარს უძღვება მიხეილ ფიცხელაური, მხატვარი და მკურნალი პედაგოგი (სპეც. პედაგოგი), რომელიც 2010 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ამჟამად, პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა ბერლინის ვალდორფის სკოლაში, ასევე, სემინარულ მუშაობას ატარებს სხვადასხვა ქვეყანაში.
სემინარის ფარგლებში ჩატარდება ოთხდღიანი სალექციო კურსი, სადაც განხილული იქნება შემდეგი თემები:
1. გაკვეთილის მომზადების მეთოდიკა წინარესახეებზე დაყრდნობით;
2. ინკლუზია და ინკლუზიის მეთოდიკა;
3. დაბალი, საშუალო და მაღალი საფეხურის კლასების წინარე სახეები;
4." რთულ" ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა.
კურსის მიზანია მსმენელთათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე.
აღნიშნულ კურსზე დასწრება შეუძლიათ სხვა დაინტერესებული პირებსაც. მათთვის კურსის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.
https://www.facebook.com/events/233...
სამუშაო საათები 14:00-15:30
სრული კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.
რეგისტრაციის ვადაა 15 მარტამდე.



Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved