სკოლაში ჩარიცხვის წესი

ჩვენს სკოლაში მოსწავლის მიღებისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა:

მშობლები ავსებენ სპეციალურ სააპლიკაციო ფორმას
შევსებული სააპლიკაციო ფორმა განიხილება შესაბამისი საფეხურის მასწავლებლების მიერ, რის შემდეგაც კლასში ადგილის არსებობის შემთხვევაში ინიშნება გასაუბრება მოსწავლესთან და ოჯახთან
პირველადი თანხმობის შემდეგ მოსწავლის ადაპტაციისთვის გათვალისწინებულია ე.წ. სტუმრობა
საბოლოო თანხმობის შემდეგ ხდება შესაბამისი სკოლიდან მოსწავლის პირადი საქმის გამოთხოვა სტანდარტული პროცედურების დაცვით და დგება საგანმანათლებლო ხელშეკრულება.


პირველ კლასში მიიღებიან 6,5-7 წლის ასაკის ბავშვები. მიღებისას პრიორიტეტი ენიჭებათ ჩვენი მოსწავლეების და-ძმებს. 

 

Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved