შუა და აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაცია

12-11-2015


ძვირფასო მშობლებო, ძვირფასო ბავშვებო, ძვირფასო კოლეგებო!

შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია (IAO) გულითადად გილოცავთ თქვენი სკოლის 21 წლის იუბილეს.

1994 წელს თქვენი სკოლა საჯარო სკოლად დაარსდა. 2012 წელს საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგით, როდესაც თქვენს ვალდორფის სკოლაზე პასუხისმგებლობა მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს დააკისრეთ. ეს  ნიშნავს, რომ დიდი სამოქალაქო მზადყოფნა და აქტიურობა გამოიჩინეთ განათლების სფეროში. თქვენ საქართველოში არსებულ სახელმწიფო სასკოლო სისტემის პარალელურად თავისუფალ ინიციატივაზე დაფუძნებული სკოლის განვითარება და გაძღოლა მოისურვეთ. რაც საკუთარ თავზე სკოლის პედაგოგიური და ასევე ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს და ამას ამ წლების მანძილზე სამაგალითოდ გაართვით თავი. მსოფლიოს სხვა ვალდორფის სკოლებთან კარგი კონტაქტების წყალობით ამ თქვენი ინიციატივის მხარდაჭერა მუდმივად გაგაჩნდათ. ეს მხარდაჭერა, სხვა ყველაფერთან ერთად, იყო და არის თქვენი შესანიშნავი მუშაობის გამოხატულება, რაც არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აღქმული და დაფასებულია.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი ასეთი სამაგალითო მუშაობა სულ უფრო მეტ აღიარებას ჰპოვებს საქართველოშიც, რათა თბილისის თავისუფალმა ვალდორფის სკოლამ დახმარება საკუთარი ქვეყნიდანაც მიიღოს. თქვენ მიერ განათლების სფეროში შეტანილი წვლილი კერძო ხასიათის არ არის, ის საერთო-საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონეა საქართველოს განათლების სისტემისა თუ თქვენი ქვეყნის მოზარდი თაობისთვის.

მიიღო ბავშვი, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ინდივიდუალობა, დიდი გამოწვევაა მშობლებისა და მასწავლებლებისათვის. ვალდორფის პედაგოგიკას კარგად შეუძლია ამ საქმეში დახმარება, თუკი ის მოსწავლეებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში, ყველა გაკვეთილზე ცოცხლად განხორციელდება. ვალდორფის სკოლის მასწავლებლებისთვის ეს ნიშნავს საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას და განვითარებას. ეს არც ისე მარტივი, მაგრამ ნამდვილად ღირებული ამოცანაა.

შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლები გისურვებთ თქვენ წინაშე მდგარი ყველა ამოცანის წარმატებით შესრულებას, სკოლის სამომავლო განვითარებისა და წინსვლისათვის.

ქრისტოფ იოჰანსენი

IAO-ს საქმეთა მმართველი



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved