Software AG - Stiftung
ძვირფასო მეგობრებო,
ადამიანია მუდამ რაღაცის მამოძრავებელი და არა ორგანიზაცია.
ადამიანებს უჩნდებათ ხედვები და შემდეგ ამ ხედვათა დედამიწაზე დასამკვიდრებლად იღწვიან.
ეს საუკეთესოდ ადამიანთა ერთობაში ხორციელდება. დროთა განმავლობაში მას ახალი წევრები ემატებიან, სხვანი კი - ტოვებენ. გვიხდება გაუთვალისწინებელ სირთულეთა გადალახვაც და ამავდროულად, პოზიტიური მოულოდნელობებიც ხშირია.
წინასწარ მართლაც ვერაფერს დაგეგმავ. თუმცა, არსებობს ხედვები, წინ რაც მიგვიძღვის და არსებობს ნდობა მომავლისადმი, რომელიც საამისოდ ძალას გვანიჭებს.
ყველაფერი ეს სკოლის საზოგადოებამ უკანასკნელ წლებში თავად გამოსცადა.
მცირეოდენი წვლილი თქვენს საქმიანობაში იმ ადამიანებსაც მიუძღვით, რომლებიც ფონდ „Software AG"-ს წარმოადგენენ.
ჩვენ კეთილი აზრებითა და კეთილი ნებით მხარში გედექით და გარკვეული დახმარება გაგიწიეთ მატერიალური საფუძვლის შექმნაში.
ჩვენ მუდამ გვაქვს სურვილი, რომ ახალ იმპულსს „ამქვეყნად დაბადებაში" მივეშველოთ. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჩვენი დახმარებაც აღარ იქნება საჭირო. გვიხარია, რომ სკოლის საზოგადოებამ ამ ამოცანას თავი გაართვა. ეს ნამდვილად არ იყო იოლი საქმე. მომავალი კი ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.
ვალდორფის პედაგოგიკის მნიშვნელობაზე აქ ბევრს არ ვისაუბრებთ, ის ჩვენს დროში უბრალოდ აუცილებელია, ჩვენი ბავშვებისთვის კი დიდი წყალობაა. პედაგოგებს, მშობლებს და საერთოდ ყველას, ვისაც ვალდორფის სკოლის კეთილდღეობა სურს და მისი მხარდამჭერია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და გაჯანსაღების საქმეში. უღრმესი მადლობა ამ წვლილისთვის, ასე განაგრძეთ! სამყაროს სჭირდება ეს იმპულსები.
გილოცავთ იუბილეს და სკოლის საზოგადოებას შემდგომშიც ვუსურვებთ ნდობას მომავლისადმი და მრავალ ისეთ ადამიანს, რომელიც კეთილი ფიქრებითა და კეთილი ნებით ამ მომავალს შექმნის.
ახიმ გრენცი/მიხაელ ანდერსი
Software AG - Stiftung