ვერენა მაიერი

12-11-2015


თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის საზოგადოებას

ძვირფასო მეგობრებო!

ზუსტად 22 წლის წინ ნოყიერ ნიადაგში ჩაგდებულმა პედაგოგიკურმა მარცვალმა იხარა და პირველი ყლორტი 1994 წლის სექტემბერში გამოიღო.

სულითა და გულით ვუსურვებ ბედნიერებას სკოლის მთელ საზოგადოებას, რომელსაც ამ დღეებში ეძლევა საშუალება, ძლიერი ზრდა-განვითარების სამი შვიდწლეულს დიდი მადლიერებით გადაავლოს თვალი. როგორც ჩვენში იტყვიან, ახლა თქვენ უკვე სრულწლოვნები ხართ. ადამიანის ბიოგრაფიის მსგავსად, სოციალურ ორგანიზმსაც თავისი განვითარების ეტაპები და კანონზომიერებები გააჩნია. კლასის მასწავლებლობის პერიოდის იმედიან დასაწყისს ახალი ეტაპი - მაღალი საფეხურის აგება და ჩამოყალიბება მოჰყვა, სკოლის სივრცულ გაფართოებასთან ერთად. შემდეგ იყო გარეგანი ზეწოლა და მტკივნეული შინაგანი რყევები. ყველაფერი ეს ინსტიტუციის მომწიფების თანმხლები პროცესებია, რომელთა გადალახვა ამ ინსტიტუციას მუდამ ახალ ძალას ანიჭებს.

ეს ის ძალაა, რომელიც აუცილებელია განვითარების ახალ ფაზაში შესაბიჯებლად. „ნაბიჯ-ნაბიჯ" სიარული ნელი, მაგრამ ძალზე ცნობიერი პროცესია, რომლის დროსაც დღევანდელობა სამომავლო მოთხოვნათა პერსპექტივიდან შუქდება და მოიხელთება: ვალდორფის მასწავლებელთა მომზადება საქართველოს ფარგლებში? სად და როდის დაარსდება მეორე, მესამე ვალდორფის სკოლა საქართველოში?

მომავლის შენებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა შეძლო თანამედროვეობის მოთხოვნათათვის ცნობიერად ფეხის აწყობა და მოზარდი თაობის სასიცოცხლო, ნებისა და შემეცნების ძალთა იმგვარი ჩამოყალიბება, რომ ზნეობრივი ქმედება მის ცხოვრებისეულ პრინციპად იქცეს.

ამადაც გვამრთებს:

„მშვენიერებით აღტაცება,

ჭეშმარიტების დაცვა

კეთილშობილების დაფასება

სიკეთის აღსრულება"

ამ ძალზე ფასეული, ყურადსაღები სიტყვებით ვუსურვებ კოლეგიას, მოსწავლეებსა და მშობლებს წინსვლასა და წარმატებას და მოვიკითხავ ყველას, ნიშნად ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა.

ვერენა მაიერი

მანჰაიმი, 18 სექტემბერი2015 წელი 


 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved