სტატიები

მართვის საკითხები თავისუფალ სკოლებში

12-03-2016


ჩვენი დროის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი თავისუფლების იმპულსით იყოს ნიშანდებული, მაგრამ ეს საკითხი, როგორც სასიცოცხლო აუცილებლობა, განსაკუთრებით მწავედ დგას პედაგოგიკაში.
რატომ გააჩნია განსაზღვრება „თავისუფალს“ ესოდენ დიდი მნიშვნელობა სკოლასთან მიმართებაში? სკოლა ის ადგილია, სადაც ადამიანი „ნემსის ყუნწში" უნდა გაძვრეს, ვიდრე გაიზრდება. დასაწყისში ბავშვი მთლიანად დამოკიდებულია მის გარემომცველ „მშობლიურ გარსზე“. მაგრამ მისთვის ეს სასიცოცხლო სივრცე საკმარისი არ არის. თუ გვინდა იგი ინდივიდუალობად ჩამოყალიბდეს. ამისთვის შესაბამისი სივრცე უნდა შევქმნათ. ეს არის სკოლა. სასკოლო აღზრდა თან სდევს ადამიანს სიმწიფის გზაზე. მშობლები, გარკვეული აზრით, უფრო ორიენტირებულნი არიან „სასიცოცხლო გარემოზე“, სკოლა კი „მე“-ს განვითარებაზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი დგას ორი სივრცის - ოჯახური გარემოსა და სკოლის წინაშე და მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. სწორედ, სკოლისა და ოჯახის ორმაგი გარსი ქმნის იმ შინაგან სივრცეს, რომელიც ბავშვს ესაჭიროება.
ბავშვი მხოლოდ მაშინ არის დაცული, როცა პედაგოგებს სრული თავისუფლება გააჩნიათ, როცა ისინი სკოლის გრეშე ინსტანციებიდან კი არ იმართებიან, არამედ პედაგოგიური სიტუაციებიდან გამომდინარე ქმედებენ. მხოლოდ ამ შემთხევაში შეიძლება თავისუფალ პედაგოგიკასა და „პედაგოგთა თავისუფლებაზე“ საუბარი, მასწავლებლის თავისუფლება იცავს პედაგოგიკას არამართებული ზეგავლენებისგან. ეს ძლიერდება მშობლებისაგან სკოლის თავისუფალი არჩევანის მეშვეობით. ამრიგად, იქმნება ორმაგი დამცველობითი გარსი, რომელიც ასევე ორმაგი თავისუფალი პასუხისმგებლობისაგან შედგება.
როგორც აღინიშნა, სკოლა „მე“-ს განვითარებაზეა პასუხისმგებელი და ამიტომ ძალიან სენსიბილურია გავრცელებული აზრია, რომ ე.წ. საჯარო სკოლები უფრო ნეიტრალურია და მანიპულირებას არ ექვემდებარებიან, მაგრამ ამგვარი საერთო მიდგომა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს სკოლის განვითარებაზე და სწორედ ამის გამო იქმნება საშიშროება კოლექტიური აზრის დომინირებისა და ინდივიდუალურის ჩახშობისა. მაგ. ჩნდება მოსაზრება „დღეს ბევრი ინჟინერი გვჭირდება“ და ა.შ. სკოლა სულ უფრო ექცევა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების წნეხის ქვეშ. ამიტომ სახელმწიფო სკოლა თავისი „ნეიტრალობის“ მიუხედავად, მისი მმართვეოლბითი ფორმის გამო, ამგვარი ინტერესების მოქმედების ადგილს წარმოადგენს.
თანამედროვე სოციალური სტრუქტურა თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია. თვითმმართველობა საფუძველშივე, გარეგანი ფორმებით არ განისაზღვრება და შესატყვის ფორმებს რეალობიდან გამომდინარე იძენს.
თუ სკოლაში არ ცოცხლობს თვითმმართველობის იდეა, იწყება თავად პედაგოგიური იმპულსის რღვევა.
თვითმმართველობის საკითხის გარკვევისათვის ორ ძირეულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: 1. როგორაა ჩემი თვითობა ორგანიზაციის თვითობასთან დაკავშირებული? და 2. როგორ ცხოვრობს მთელი თითოეულის მონაწილეობით? დღეს აღარ არსებობს სხვა ალტერნატივა საერთოსა და ცალკეულ პირს შორის, გარდა ურთიერთთანამშრომლობისა, სადაც ცალკეული პირი საკუთარ თავს უძღვნის ერთობას და ამავდროულად თავადაც ვითარდება.
მაგრამ როგორ მოხერხდეს ცალკეული პირისა და ორგანიზაციის ურთიერთშეხამება? თუკი ეს საკითხი ცალმხრივად იქნება გაგებული, შესაძლებელია ორგანიზაციის თვითობა დაუპირისპირდეს ცალკეულ წევრს ან პირიქით, გაჩაღდეს ბრძოლა - ვის აქვს კურთხევა, ვისი ხედვაა ყურადსაღები და ანგარიშგასაწევი ორგანიზაციისათვის.
სკოლა აღმზრდელობითი დაწესებულებაა, ამიტომ გადამწყვეტია, თუ როგორ უნდა იყოს სკოლა აგებული, რომ თავისი ამოცანის შესრულება შეძლოს. აქ ორი რამ უნდა განვასხვავოთ: 1. პედაგოგიური იმპულსი და 2. ამ იმპულსის განხორციელების გზები. პირველის - პედაგოგიური იმპულსის სუბსტანცია სულიერი შინაარსისა და ამიტომ გარეგნულად ისე მკაფიოდ არ ვლინდება. მეორე (განხორციელების გზები) კი დაკავშირებულია ნებით აქტივობასთან, აქტიურობა, ქმედება უფრო ძლიერ აღიქმება. ისმის კითხვა: რა ფორმა უნდა მიიღოს ორგანიზაციამ, რომ ის იმპულსის გამოხატულებად იქცეს? ფორმა უნდა იყოს იარაღი და არა თავად ქმნილება, ფორმის გარეშე არავითარი იმპულსი არ მოდის დედამიწაზე, მაგრამ თუ ფორმას ქმნილებად მივიჩნევთ, ვასუსტებთ იმპულსს.
პედაგოგიკა და თვითმმართველობა ერთი მედლის ორი მხარეა.
თვითთმართველობა არის უფრო მეტი, ვიდრე ინსტრუმენტი სკოლის ფუნქციონირებისათვის. სკოლაში უფრო მნიშვნელოვანია „როგორ“, ვიდრე „რა“, ამიტომ გადამწყვეტია, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები „მე“-დან გამომდინარე ფორმადქმნადობას, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ობიექტად ყოფნას დასჯერდნენ. „მე“ პროცესებში სწავლის ფორმით მონაწილეობს. ამ მონაწილეობით, იმავდროულად, იქმნება განვითარების სივრცე არა მხოლოდ ახალგაზრდებისათვის, არამედ მოზრდილთათვისაც! როგორ ურთიერთთანამშრომლობენ ზრდასრული ადამიანები? ატმოსფერო, რომელიც ამ ერთობლივი მუშაობით აღმოცენდება, არის ის, რისი წყალობითაც ახალგაზრდა ადამიანები სოციალურ განცდას სწავლობენ.
თვითმმართველობის ფორმები
თვითმართველობა ნიშნავს, რომ დაწესებულებაში ქმედითი ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას ამ დაწესებულების მუშაობაზე. ქმედით ადამიანებს მიეკუთვნებიან როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები. პასუხისმგებლობა აუცილებლად ვრცელდება სკოლის ყველა ასპექტზე და არა მარტო პედაგოგიკაზე (ანუ სკოლის სულიერ ცხოვრებაზე), არამედ ყველა რელევანტურ სამართლებრივ და სამეურნეო საკითხებზე. პასუხისმგებლობა ყოველთვის ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. თვითმმართველობის პროცესში ცალკეულ ადამიანს ან ჯგუფს გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობის სივრცე, რომელიც ერთად ქმნის საერთო პასუხისმგებლობას.
თვითმმართველობის ფორმას თავად ქმნიან მასში მონაწილე ადამიანები. ე.ი. არ არსებობს ნიმუში, რომლის ასლიც შეიძლება გადაიღო. ამიტომ, ყველა ფორმა მართებულია მაშინაც კი, როცა მათ თავისი სუსტი ან ძლიერი მხარეები გააჩნიათ. ის რომ არ არსებობს თვითმმართველობის მოდელი, არ ნიშნავს, რომ არ გაეცნო და არ ისწავლო სხვა დაწესებულების გამოცდილებიდან. ფორმათა გამაერთიანებელი უნდა ვეძებოთ არა კონკრეტულში, არამედ იმ პირველ საწყისში, საიდანაც იგება ეს ფორმები, რომელთა შინაგან წვდომაზეც დიდადაა დამოკიდებული თვითმმართველობის კომპეტენცია.
სამწევროვნება - თვითმმართველი საზოგადოების საწყისი
საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რათა გამოიკვეთოს ვალდორფის პედაგოგიკის იმპულსი და სუბსტანცია. უნდა მუდამ და ხელახლა ხდებოდეს ამ სუბსტანციის გაცნობიერება და განვითარება, თუკი არ გვინდა, რომ იგი თვითნებულ დეფინიციებს ან სოციალურ კონვენციებს დაექვემდებაროს, რაც ამ იმპულსს ასუსტებს.
გერმანიაში მიმდინარეობს დისკუსიები ორ უკიდურესობას შორის: შტაინერი უკვე „ისტორიაა“ და მეორე მხრივ - ყველაფერში შტაინერს უნდა დავეყრდნოთ.
ჭეშმარიტება დიფერენცირებულია: არსებობს ასპექტები, რომლებიც შტაინერის დროს მიმართებებს შეესაბამება, ამიტომ მათ მიმართ ჩვენ ნამდვილად „ისტორიული“ დისტანციის დაცვა გვმართებს და არსებობს ისეთი ასპექტები, რომლებიც იმდენად „სამომავლოა“, რომ ჩვენი დროისთვის უფრო აქტუალურია, ვიდრე შტაინერის თანამედროვეთათვის. სწორედ ეს სამომავლო უკავშირდება ცოცხალ პედაგოგიურ და სოციალურ „ფუძე-აზრებს“, რომელთაც უნდა უმადლოდეს პედაგოგიკა. მათ გასაგებად ამ აზრების მეხსიერებაში შთაბეჭდვა კი არ არის საჭირო, არამედ ახლებურად აზროვნება, იმ ძალთა წყაროს აქტუალიზება, საიდანაც შემოქმედებითი პასუხები, ახალი, თანამედროვეობის შესატყვისი ფორმები იბადება. ეს უკვე აღარ არის „ტრადიციის ერთგულება“ და არც მოდერნიზაციაა მხოლოდ მოდერნიზაციისათვის.
ვალდორფის პედაგოგიკის ისტორია გვასწავლის, რომ მისი იდენტურობის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, სწორედაც რომ ცვლილებების მიმართ გამბედაობაა.
ორგანიზაციული თუ ხარისხობრივი განვითარება მიმართულია ისეთი სივრცის შექმნისაკენ, სადაც შემოქმედებითი პედაგოგიკის განხორციელებაა შესაძლებელი. თვითმმართველობის დამკვიდრება, მხოლოდ ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხი როდია. იგი თავად სკოლის დანიშნულებიდან გამოდინარეობს. ანუ თვითმმართველობა თავადაა ამოცანა. ამიტომაც 1919 წელს, პირველი ვალდორფის სკოლის შექმნისას, სკოლის თვითმმართველობის საკითხი პირველი იყო პედაგოგიურ საკითხებთან მიმართებაში.
თვითმმართველობის, როგორც ამოცანის კონცეფცია დგას საერთო-საზოგადოებრივი განახლების კონტექსტში: ახლებური წესრიგის შეტანა კულტურულ, სახელმწიფო და სამეურნეო ურთიერთობებში.
(„სოციალური ორგანიზმის სამწევროვნება“)
ვალდორფის სკოლა ისტორიულად არის „სამწევროვნების მოძრაობის შვილი.“ ამგვარი სკოლის დაფუძნება გაიაზრება როგორც კულტურული ქმედება, რომელიც რეფორმატულად და რევოლუციურად ზემოქმედებს ზოგადად სკოლის რაობაზე. ამას მივყავართ თავისუფალ სკოლამდე და ასევე თვითმმართველობის პრინციპის განმსჭვალულ საზოგადოებამდე.
ეს ნიშნავს, რომ პედაგოგიკას ესაჭიროება არა მხოლოდ ცალკეული სკოლის შესატყვისი სოციალური გეშტალტი, არამედ ზოგად-საზოგადოებრივი სტრუქტურირება, რომელიც თავის მხრივ, აგებს სკოლას. საზოგადოებრივმა მდგომარეობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სკოლის თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, ასევე, შესაძლოა, შეაფერხოს იგი. და პირიქით, ცალეკული სკოლის სოციალ-გეშტალტი აფორმირებს საერთო-საზოგადოებრივ განვითარებას.
ის საკითხი, რომ სკოლაში მიმდინარე ცვლილებები და საზოგადოებრივი ცვლილებები ერთობლიობაში გაიაზრება, გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. წარმმართველი იდეების არასრულფასოვანი წვდომა უფრო მწვავდება სოციალური სამწევროვნების იდეის ვერგაგებით.
ვინც სოციალურ სამწევროვნებას პლატონის „სახელმწიფოს“ ჭრილში განიხილავს, მისთვის პედაგოგები „ზესულებს“ წარმოადგენენ, ხოლო მშობლები - მათ მხარდამჭერებს, რომელთა ფუნქციაც ოთხი B-თი შემოიფაერგლება (Bauen, Backen, Basteln, Blechen) ანუ ააშენონ, გამოაცხონ, შეაკეთონ და გადაიხადონ.
სოციალური ორგანიზმის დანაწევრება სულიერ, სამართლებრივ და სამეურნეო სფეროებად მკვეთრ გამიჯვნას არ გულისხმობს. ისინი გამუდმებით თანამშრომლობენ ერთმანეთთან. აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მასწავლებელი მხოლოდ პედაგოგიკაზეა პასუხისმგებელი - არასწორია. ასეთი აზრები დეზორიენტაციის შემომტანია. თვითმმართველობა ნიშნავს, ქმედითი ადამიანების მიერ პასუხისმგებლობის აღებას. სულიერ, სამართლებრივ და სამეურნეო სფეროებზე.
საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი პედაგოგიკა და სკოლის თავისუფალი არჩევანი აუცილებლად უკავშირდებოდეს ყველასათვის საერთო, ზოგადი განათლების მიღების გარანტიებს სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი კუთხით და სკოლის სოლიდარულ დაფინანსებას, რომლის გარეშეც სკოლა მშობლების ქონებრივ მდგომარეობაზე დამოკიდებული გახდებოდა. თუკი არ მოხდება თავისუფლების, თანასწორობის და სოლიდარობის ურთიერთკავშირის ცნობიერი განცდა, ეს მიგვიყვანს თავისუფლების ნეოლიბერალურ გაგებამდე, რომლისთვისაც მთავარია თავისუფალი ბაზარი და არა თავისუფალი ადამიანი.

უდო ჰერმანშტარფერი, მიხაელ როსსი, ქრისტოფ შთრავე
Sozialimpulse rundbrief #3 September, 2008 (Dreigliederung des sozialen Organismus)



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved