სტატიები

დასჯა

12-03-2016


ერიხ გაბერტისა და გეორგ კნიბეს წიგნის - „დასჯა თვითაღზრდასა და ბავშვის აღზრდაში" - მიხედვით
მორალური აღზრდა თუ ნების აღზრდა
ადამიანის აღზრდა მხოლოდ მისი ინტელექტუალური უნარების განვითარებით არ შემოისაზღვრება. ადამიანი მოაზროვნე, გრძნობადი და ნებითი არსებაა და მისი აღზრდა ამ სამ სფეროში მისი სამშვინველის ჯანმრთელი მიმართულებით წაძღოლას ნიშნავს.
ჩვენი თემა ძირითადად ნების აღზრდას და მის განმტკიცებას ეხება. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ნება საკუთარ, აზროვნებისგან დამოუკიდებელ გზას გადის.
პატარა ბავშვის ნებაზე მხოლოდ ქმედება მოქმედებს. რაც მოზრდილებში თამაშდება, ის იმპულსურად მოქმედებს ბავშვის ნებით ცხოვრებაზე - ის იმეორებს იმას, რაც მის გარეთ ხდება - ჩემი ქმედება აღზრდის ბავშვს და არა ჩემი სიტყვები.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ჯანსაღ ქმედებებს ბაძავდეს. ამიტომ უფროსის ქმედება უნდა იყოს კოორდინირებული, ფორმირებული, შინაგანი აზრით და რიტმით აღვსილი. როცა ხალისით ვქმედებ, ეს ხალისიანობა იქნება მიბაძული. ყოველდღიური რიტმული საქმიანობა - რეცხვა, უთოობა, საჭმლის მომზადება, კერვა - ნების საუკეთესო აღმზრდელებია (მანქანური ქმედებებით შესაძლოა სულაც საპირისპირო შედეგი მივიღოთ).
სკოლის მოსწავლის ნებაზე მუშაობა მრავალჯერადი გამეორებით ხდება. გაკვეთილის რიტმის გამეორება აყალიბებს ჩვევებს, რაც მრავალ წელს მიჰყვება კითხვების გაჩენის გარეშე. ამგვარ ჩვევებში ცნობიერება უკან იხევს.
მუსიკალური ვარჯიში (მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა) ყველაზე ქმედითი და თვალსაჩინო დახმარებაა ნების აღზრდისთვის. „მწარე" ვარჯიში, რომელშიც ნაკლებად ჩანს შედეგი, საბოლოოდ ბევრის მიმცემია ბავშვისთვის. ვინც ამ სწავლებას ბოლომდე გაივლის, (სტატისტიკური მონაცემების თანახმად) ნების ძალების განსაკუთრებული ქმედითობით გამოირჩევა.
ნების ასეთ წვრთნას ადრეულ ასაკიდანაც გავდივართ საკუთარი სხეულებრივი ინსტრუმენტის დაუფლებისას (ზეაღმართვა, სიარული, წერა).
ჩამოყალიბებულ მუსიკოსს დაწყებითი ტანჯვა-წვალება აღარ ახსოვს. იგივე ხდება ყველა ნებითი ქმედებისას - ვითარდება ჩვევები.
რასაც მასწავლებელი მზარდ ბავშვებთან თანდათანობით წესად შემოიღებს, შემდგომ ეს ჩვეულებად იქცევა. შესაძლებელია შინაგან მოთხოვნილებადაც კი იქცეს და დარჩეს, როგორც ინსტიქტი ან ტაქტი.
პუბერტეტის ასაკში ამ მიმართულებით კრიზისული პერიოდი დგება: ამ დროს მოზრდილებისაგან მიცემული საყრდენების (ჩვევების) მოცილება სურთ, თავისი კი ჯერ არ აქვთ. ყველაფრის ჩამოშორება და განადგურება; ყველაფრის გამოცდა, რაც ჩვეულებრივისგან განსხვავებულია; ძილის რიტმი ირღვევა, ახალგაზრდა რეზერვებით ცხოვრობს. ნებაზე ზემოქმედება პრობლემას წარმოადგენს - რასაც აკეთებს, მხოლოდ განსჯითი ძალების მოქმედებით. ყველანაირი, კარგად გაგებული რჩევაც დიდ სიმძიმეს წარმოადგენს მისთვის.
ამ კრიზისის დროს ძნელია რამის გაკეთება, მისგან თავის დაზღვევა შესაძლებელია მხოლოდ წინა პერიოდში შინაგან რიტმებზე მუშაობით, რაც იმ დროს ნაყოფიერია და საკმარისად ღრმად ჯდება, რათა მოსალოდნელ ქარიშხალს გაუძლოს.
ის, რაც ახალგაზრდაში ამ დროს ხდება, ადამიანის განვითარების გარკვეულ საფეხურს წარმოადგენს. ნების რეგიონი იცილებს სხეულებრივ და მშვინვიერ ჩვევებს და ეძებს კავშირს განსჯით ძალებთან - აზროვნებასთან. ახალგაზრდებს სურთ გაიგონ, რა უნდა აკეთონ და რატომ, რისი ნება აქვთ და რისი გაკეთება ძალუძთ. ეთიკის ნორმები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ავტორიტეტები იმსხვრევა. თანამედროვე კაცობრიობა, და არა მარტო პუბერტეტის ასაკი, ამ გარდატეხით არის შებყრობილი.
თავისუფლების მიღწევა, მაგრამ მისი გამოყენების არცოდნა. სუბკულტურა (ნარკოტიკი, მედია) მოდის ნების გეშტალტის ადგილას და ხელს უწყობს ნების ჩაძირვა-დასამარებას.
რითი შეიძლება შველა?
ამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას მხოლოდ ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი დაეხმარება, რომელთაც ცხოვრების საზრისი გააჩნიათ. ახალგაზრდას საკუთარი განსჯის უნარების ამოქმედება სურს, მაგრამ სიმყარე ჯერ არ მოუპოვებია, ამიტომ ჯერ უნდა გაიხედ-გამოიხედოს, რას ფიქრობენ და აკეთებენ მის გარემოცვაში; ამასთანავე გაფაქიზებულად ადევნებს თვალს, არის თუ არა აზროვნება და ქმედება ადამიანებთან თანხმიერებაში. მან ისიც კარგად იცის, რომ ჩვენ ყველანი ამაში მოვისუსტებთ.
უფროსი (აღმზრდელი) ყოველი მხრიდან გამოიცდება - მოსწონს კი მას საკუთარი თავი თავადვე? მაშინაც კი, როცა აღმზრდელი მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, მას მაინც შეუძლია შველა. ამ დროს ახალგაზრდა ადამიანის ყურადღება საკუთარი თავიდან გადატანილ უნდა იქნას სხვა, ცნობილი ადამიანებისაკენ. მათი ბიოგრაფიებიდა და იმ ამოცანებიდან, რომელსაც რეალობა ბუნებისა და კულტურის შესაბამისად აყენებს, შესაძლებელი ხდება აღმართვის ძალების მოპოვება. ახალგაზრდა აცნობიერებს „მე არა ვარ პირველი და ერთადერთი, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. სამყაროს მეც ვჭირდები.
ნების აღზრდით ახლა მიღწეულ უნდა იქნას ადამიანის სამუშაო ძალის თავისუფალი გამოყენება, ისე, რომ ნება ჯერ გარედან უნდა იყოს წარმართული, მოგვიანებით კი - საკუთარი მოთხოვნილების კვალად, რაღაც აზრიანი უნდა დაიდოს სამყაროში. ამ დროს დაკისრებული სამუშაოები მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, როგორც სამყაროული სინამდვილე, და არა როგორც სიმძიმე და რუტინა. ეს არ წაადგება ნების გამოცოცხლებას. ახალგაზრდა მარტო გამოცდებით კი არ უნდა იყოს გადავტვირთოთ, არამედ, საპირწონედ - შემოქმედი ადამიანი დავუპირისპიროთ. აქ ნება ახალ ძალებს იკრებს - პრაქტიკულ ქმედებებს შინაგანი ლოგიკა აქვთ.
მნიშვნელოვანია „იდეური უნარების" განვითარებაც. აზროვნების მოქნილობა თანდათანობით თავისუფალ ნებამდე მიდის. ასე იბადება იდეალი. თანამედროვე რეალობაში აზრი და ქმედება სულ უფრო შორდება ერთმანეთს. შესაძლებელია წარმოდგენა შევიქმნათ რაღაც ქმედებაზე, და მის აუცილებლობასაც კარგად ვხედავდეთ, მაგრამ ქმედების იმპულსი აქედან იშვიათად ამოიზრდება. და, პირიქით, შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ვიცით, რომ ზიანს მოგვიტანს. ახალგაზრდა ადამიანი ამის დემონსტრირებას ახდენს. ის ღიად გვიჩვენებს, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
პუბერტეტის კრიზისი არის უდიდესი დაურწმუნებლობა და უდიდესი წინააღმდეგობა, თავგადასავლები და სპორტული ჟინი. მაგრამ ამით ახალგაზრდა საკუთარ საზღვრებს იფართოვებს. ამ პერიოდში მან შესაძლებელია ისეთი რამ მოუწიოს თავს, რასაც დასჯად ჩათვლიდა, იგივე სხვისგან რომ მიეღო.
აღმზრდელის ამოცანაა მოიძიოს ის სფეროები, რითაც შეეძლება გააძლიეროს ახალგაზრდა საკუთარი თავის აგების პროცესში. ასეთი რამ შესაძლებელია იყოს დასჯაც, რადგანაც ის ახალგაზრდის გარკვეულ ქმედებას მოჰყვება.
„დასჯის" მიმართ ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულება XX საუკუნიდან დაიწყო (XX-ის II ნახევრიდან). ის ყველაფერი, რაც ამ სფეროში მიზანშეწონილად მიიჩნეოდა, ახლა „ნიღაბჩამოხსნილია" და აღიქმება, როგორც სამაგიეროს გადახდა და საკუთარი ძალაუფლების მანიფესტაცია.
ასევე გამოცდები და ნიშნები, თავისი ხასიათით და შესაძლებლობებით, ხშირად გამოიყენება, როგორც ძალისმიერი დამოკიდებულება და ძალადობა.
მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია მოსწავლის უფლებები: გაროზგვა, რომელიც რაღაც ათეული წლების წინ ჯერ კიდევ სკოლის სურათში იჯდა, ახლა მორალურ აბსაიდში გადავიდა - მოსწავლის სულ მცირე შეხებაც კი მისი ინტიმური სფეროს დარბევას ნიშნავს.
ჩვენ დასჯასთან ახლებური დამოკიდებულების გამომუშავება გვჭირდება. უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ყურადღება მივაქციოთ სასჯელის სამართლიანობას, არ უნდა გავცდეთ ადამიანთშორისი ურთიერთობების ნორმის ფარგლებს, მოლაპარაკებას, დადგენილ მკაფიო წესებს. აზრიანი სასჯელი თვითაღზრდის პროცესის გავლის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. სასჯელი მიმართული უნდა იყოს დახმარებისკენ და ერთმანეთის პატივისცემისკენ.
ნებისმიერ ჩვენს ქმედებას სამყაროში - გადაადგილება, საჭმლის მიღება, საუბარი - მოჰყვება შესაბამისი გაგრძელება, შედეგი, რაც შემდეგ უკანვე გვიბრუნდება. ეს გამოცდილება დაახლოებით ასე სჩანს:
ერთმა ინჟინერმა, რომელმაც ახალი მანქანა შექმნა, ყველა დეტალი ყურადღებით შეარჩია, ჩახაზა, გამოითვალა და, ბოლოს, ააწყო. ახლა პირველად უნდა გაატაროს. როგორც წესი, მიუხედავად გამოცდილებისა და გამოთვლებისა, შეცდომა მაინც გაეპარა, რომელსაც ნაკლებად ელოდა. მანქანას, როგორც თავად ინჟინერი ამბობს, ჯერ კიდევ ბავშვთა დაავადებები აქვს, რომლებიც პრაქტიკაში შემდგომ და შემდგომ გამოკეთდება.
ან:
ერთმა ვაჭარმა, მოთხოვნილების გამო, ჭარბი საქონელი იყიდა. როდესაც საქონელი გამოიყენება, მხოლოდ შემდეგ გამოჩნდება, სწორად გათვალა თუ არა. რაც უფრო მეტი საქმიანი გამოცდილება აქვს ვაჭარს, მით უფრო ზუსტი იქნება მისი წინასწარი გათვლები.
ნაწილობრივი წარუმატებლობა განსაკუთრებით ჭკუის სასწავლია. წარმოდგენები სულ უფრო ზუსტი, საგნობრივი და სწორად ფორმირებული ხდება. ცნობიერება წინ დგამს ნაბიჯებს. ამას გამოცდილებას ეძახიან - საგნობრივ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
სასიამოვნო შედეგები გვახარებს. წარუმატებლობა წარმოშობს დანაშაულის შეგრძნებას ან კიდევ - თვალის დახუჭვას და არდანახვას. ეს უკანასკნელი დიდად არ გვეხმარება, პრობლემა მოგვიანებით მაინც ამოტივტივდება და შესაძლოა სირთულეები შეგვიქმნას. წინ მხოლოდ მაშინ წავიწევთ, თუ დაშვებულ შეცდომას პირისპირ დავიყენებთ და თვალს გავუსწორებთ.
საკუთარი სისუსტეების დანახვა საკმაოდ რთულია. მხოლოდ გარეთა ფაქტორებით თუა ეს შესაძლებელი. მაგ., გაბრაზებისას მამაკაცური ძალის დემონსტრირება - ზოგჯერ წარმატებადაც კი არის მიჩნეული. სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის ფლობის სისუსტე; ან ჭამის ცუდი მანერები, სხვასთან შემჩნეული, საკუთარზე მიგვითითებს... (სარკისუბური ანარეკლი).
ტკივილი კარგი აღმზრდელობითი ფუნქციის მატარებელია - დამწვრობამიღებულ ბავშვს ცეცხლის რიდი აქვს. ცნობიერად მიყენებული ტკივილი სულ უფრო არასიმპათიურად გამოიყურება (ვგულისხმობთ ცემას). არადა, ტკივილი ცნობიერების გამომაფხიზლებელია - იქ, სადაც გვტკივა, ცნობიერად ფხიზლები ვართ. - ეს ფიზიკურ პლანზე.
ასევე და კიდევ უფრო ძლიერ მოქმედებს მშვინვიერი ტკივილიც! თუ ინჟინერი იქ აღმოაჩენს მანქანაში შეცდომას, სადაც არ ელოდებოდა, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს, მაგრამ ფაქტად მიიღოს. სხვაა, როდესაც მორალურ შეცდომასთან გვაქვს საქმე. ამას შეიძლება მოჰყვეს გაკვირვება, შეშინება, გაბრაზება, მარცხის განცდა, დაეჭვება. და, ამასთან ერთად, მწვავე, მწველი ტკივილი, რომელიც სამშვინველში და ცნობიერებაში ჩაიბეჭდება.
ამ შეგრძნებებმა ადამიანი შეიძლება სხვადასხვა გზაზე დააყენოს: I - მელანქოლიური აზრები გააძლიეროს და ნაკლები აქტიურობისკენ უბიძგოს, რათა ნაკლები შეცდომა მოუვიდეს; II - უკან მოახედოს, რათა თვალი გადაავლოს მომხდარს, გააანალიზოს და ახალი იმპულსებით განიმსჭვალოს.
მარტივია იმის დანახვა, თუ რომელ გზას მივყავართ განვითარებისკენ, და რომელს - არა.
მშვინვიერი ტკივილი მთელ ადამიანს მოიცავს (და არა რომელიმე მის ნაწილს) და აღწევს მის უღრმეს ფენებამდე, რომელიც ადამიანს საგულდაგულოდ აქვს დაცული და დაფარული. ის კი თავს აცხადებს. ცნობიერად გახდომა სხვა არაფერია, თუ არა „სინდისის" ხმა. სინდისის ყივილი გამომაფხიზლებელი და ადამიანის ერთგული მეგობარია.
რა თქმა უნდა, „სასჯელი" - ტკივილი და მწუხარება - უნდა დაიძლიოს პირუკუ ქმედებით (გაწონასწორდეს). საკუთარ სისუსტეებზე სირცხვილსა და მწუხარებას საკუთარი არსების გარდაქმნამდე მივყავართ.
საკმაოდ რთული ამოცანა აკისრია აღმზრდელს, ზრდასრულს, როცა იგი ბავშვის საქციელის საპასუხო შედეგს თავად განსაზღვრავს (განსხვავებით იმისგან, როცა შედეგი თავისთავად მოდის გარედან). მარტივია ცხელ ღუმელზე ხელის დადებით ან ფუტკრის კბენისას მიღებული შედეგები. ის ბუნებრიობიდან მომდინარეობს და ბავშვთან არანაირი მშვინვიერი დამოკიდებულება არ გააჩნია. ბავშვს ისიც სწრაფად ავიწყდება, რომ ფუტკარი „ბოროტია!" რჩება მხოლოდ „სამართლიანია"-ს განცდა.
როდესაც ადამიანი რეაგირებს სხვის ქმედებაზე (როდესაც მას მისი „დასჯა" სურს) ეს ასეთი მარტივი აღარ არის და ის გასაგებადაც რთულია. აღმზრდელს ბავშვთან მშვინვიერი დამოკიდებულება გააჩნია. მაგრამ ეს დამოკიდებულება „სამართლიანი" უნდა იყოს.

დასჯა სიბრაზისაგან
თუ ბავშვმა მშობლების საყვარელი და ძვირადღირებული ვაზა გატეხა, მშობლები ძალზე გაბრაზდებიან და სიბრაზე სიტყვებში გადმოიღვრება, რომელიც ბავშვმა უნდა ისმინოს. შესაძლებელია ეს სიტყვები სწორი, შესატყვისი პასუხი იყოს იმაზე, რაც ბავშვმა გააკეთა. მაგრამ თუ ეს სიტყვები, როგორც რეფლექსი, ისე ვლინდება (როგორც ბავშვის შემთხვევაში, რომელსაც მეორე ბავშვმა ჩაარტყა და ავტომატურად პასუხობს დარტყმით), მაშინ ამას აღზრდა-დასჯის ქმედებასთან საერთო არაფერი აქვს.
გაბრაზების მიღმა რაღაც მასზე „ამაღლებული" უნდა შეიმჩნეოდეს. განხილვა და განსჯა უნდა მოხდეს ქმედებისა, როგორც ასეთის და არა „ის იმიტომ გაბრაზდა, რომ მას შეეხნენ".
აღმზრდელის გაღიზიანება და „კედლებზე გაყვანა" ბავშვებში იმის სურვილსაც კი ბადებს, რომ ასეთი რამ კვლავ გამოიწვიონ, კიდევ ერთხელ „მოსინჯონ". სინამდვილეში ბავშვებში ქვეცნობიერად არსებობს სურვილი, ბოლოს და ბოლოს სამართლიანი რეაქცია განიცადონ. და, როდესაც ეს მოხდება, კმაყოფილნი არიან, თუნდაც ეს არც თუ სასიამოვნო იყოს.
გულგრილი დამოკიდებულება - „მერე რა", „არა უშავს" - ზოგიერთი აღმზრდელის შეცდომაა. ძვირფასი ვაზის დამსხვრევას ისინი მშვიდად უყურებენ სხვადასხვა მოტივით, მაგ., დაზღვევის არსებობით (აუნაზღაურებს!) და ჩხუბის მაგივრად დამშვიდებას უწყებენ ბავშვს. ეს კარგია ზოგიერთი, ძალზე მგრძნობიარე ბავშვისთვის, რომელიც ძლიერ განიცდის, რომ დააშავა. მაგრამ ნაკლებად ეხმარება დანარჩენებს. ნაკლებ მგრძნობიარენი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება ხვდებათ, როგორც რეაქცია, გულგრილნი ხდებიან საგნის ღირებულების მიმართ. ისინი ყველაფერს გაანადგურებენ, ოღონდაც რეაქცია გამოიწვიონ, და, საერთოდაც, ყურადღება მიიქციონ. ეს ისედაც დიდი პრობლემაა, მატერიალური ფასეულობანი სულ უფრო ნაკლებად ექცევა ყურადღების ქვეშ. ჰოდა, ეს ამოცანა აღმზრდელებს ეკისრებათ, რომ ბავშვების დამოკიდებულება საგნებთან საკმარისად გაააქტიურონ და ღირებული გახადონ.
არანაკლებ საზიანო იქნება, თუ უშფოთველობის, სირბილის, ან სისუსტის გამო, ან არანაირი, ან მსუბუქი სასჯელი მოჰყვება „მიუღებელ" ქმედებას. მარტივია თქვა: „მოიცადე, მივალთ სახლში და..." - და არაფერი ხდება. ასევე არაქმედითია: „თუ ერთხელაც გააკეთებ, აი, მაშინ კი..." და კვლავ - არაფერი! ბავშვები ხვდებიან, არაერთხელ თქმულს ქმედება არ მოჰყვება. „დღესაც იგივე განმეორდება" - ფიქრობენ ისინი. ამიტომ უფროსების სიტყვას სერიოზულად არ იღებენ, და არც თავად მას - უფროსს! ისინი იმას აკეთებენ, რაც სურთ და აღმზრდელებს თავიანთ დუდუკზე ათამაშებენ. მოზრდილი დასაცინიც კი ხდება!
სინამდვილეში ბავშვები შინაგანად გრძნობენ, რომ მათ სასჯელი დაიმსახურეს. და იმედგაცრუებულნი რჩებიან, თუ მათ საქციელს ისეთი სასჯელი მოჰყვება, რომელიც სასაცილოდაც არ ჰყოფნით ან, საერთოდაც, მათ მიდრეკილებებს ეხმიანება.
მაშ, როგორი უნდა იყოს სასჯელი?
უკვე განვიხილეთ მოვლენები, რომლებიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება, რომლებიც მას შეუძლია გაიგოს და მიიღოს, როგორც ბედისწერით განსაზღვრული პასუხები საკუთარ ქმედებებზე, როგორც საკუთარი შეცდომების აზრიანი, სამართლიანი შედეგი.
ბავშვების დასჯისას აღმზრდელებს რთული ამოცანა უდგათ წინ: მათაც იგივე უნდა გააკეთონ, რაც „დამნაშავეს" ბედისწერით მიეგებოდა, ანუ სამართლიან სასჯელს უნდა მიაგნონ.
ისმება კითხვა: რატომ არ ველოდებით ბავშვებთანაც ბედისწერით განსაზღვრულ პასუხ-შედეგებს მათ ქმედებებზე?
აღმზრდელი ნიშნავს წარმართვას და ფორმირებას. ეს არ ხდება კორექტურის გარეშე, რომელსაც ჩვენ არც ისე ხშირად (იმედია!) სასჯელის სახითაც ვახორციელებთ ხოლმე.
თუკი ბავშვებს წარმართვის გარეშე თავის ნებაზე მივუშვებთ, დაუხვეწავობა, რომელიც ასეთ მდგომარეობას მოჰყვება, და რაც მას ადრეულ ასაკში ჯერ კიდევ ეპატიება, შემდგომში აღზევებას განიცდის. ეს კი ცხოვრების მანძილზე ადამიანის არსების თავისუფალი გახსნის შეფერხებას განაპირობებს. ის, რაც მან ამ ცხოვრებაში უნდა ისწავლოს (შეუძლია, რომ ისწავლოს), ამით არსებითად რედუცირებული, შემცირებული ხდება, რადგანაც ის იმ ადგილას გააჩერეს, სადაც მას თავისი მემკვიდრეობითი წარსული პერსონალურით უნდა ჩაენაცვლებინა.
რასაც ზრდასრული როგორც თავისუფლების განსაკუთრებულ ფორმას განიცდის - სახელდობრ საკუთარ თავზე მუშაობა ან თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით დაკმაყოფილება და პირადი განვითარების გზის გაკვალვა - ბავშვს ეს არ შეუძლია. ის თავისუფლებასთან დგას, და არა - მასში. თუ მას კორექტურის, შესწორების გარეშე დავტოვებთ, მის განვითარების შესაძლებლობებს წავუყრუებთ.
ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მოზრდილმა ყველა გარემოებაში ისეთი სასჯელი უნდა იპოვოს, რომ მოაზრებულ იქნას ბავშვის საერთო ბიოგრაფიული წინარე ხატი, რომელსაც მისი ბედისწერა გვთავაზობს.
არა მარტო მოზრდილის განვითარებაა დიდწილად დამოკიდებული ბედისწერისეული სასჯელის მწყალობელ სიმკაცრეზე. ეს ასეა ბავშვთანაც. და არც ერთ აღმზრდელს არ აქვს უფლება ამ ამოცანას მხოლოდ იმიტომ აარიდოს თავი, რომ ის მეტად ძნელია.
ამ მოსაზრებებით სასჯელის 4 ძირითადი ელემენტი იკვეთება:
სურათოვნება (ხატოვნება)
ბავშვთან ჩადენილი საქციელის ხატოვანი ასახვა მნიშვნელოვან და დიდ როლს თამაშობს. რამდენადაც თვალსაჩინოდ და მკაფიოდ ეთანხმება საქციელი და სასჯელი ერთმანეთს, მით უკეთესია.
საპირისპიროდ დგას სასჯელის სქემატური ტარიფი. მას ბავშვი ბრაზით და სირცხვილით იღებს. ბავშვები არ უნდა იყვნენ ერთი საზომით გაზომილები. ისევე, როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ბავშვი, ასევე მათი ქმედებებიც ერთნაირი ვერ იქნება. მათ განსხვავებული მშვინვიერი მდგომარეობა აქვთ, სხვადასხვა ტემპერამენტი, განსხვავდებიან ხასიათით, და ბედისწერითაც! ამიტომაც ეწინააღმდეგება ბავშვი ყოველივე სქემატურს, სტანდარტულს, რომელიც მის ინდივიდუალობას შლის.
სასჯელი კი ამის საწინააღმდეგოს უნდა აკეთებდეს, მან ინდივიდუალობას უნდა გამოუხმოს, ინდივიდუალურ ცნობიერებას მიმართოს. მაგ., ვთქვათ, ბავშვმა ბაღში რაღაც გააფუჭა, მას დაავალეს რამოდენიმე დღე მორწყვაში მიხმარება, ანუ ბაღისთვის სიკეთის, რაღაც საჭიროს გაკეთება. ან მოზრდილ მეზობელთან უხეშად მოიქცა. მან ბოდიში უნდა მოიხადოს და შემდგომ დღეებში განსაკუთრებით ზრდილობიანად მოიქცეს მასთან... ასეთი მიმართულებით შესაძლებელია ყოველი ბავშვისთვის და ქმედებისთვის დავალებები უსასრულოდ მოინახოს. და რაც უფრო თვალსაჩინოდ იქნება დავალება ქმედებასთან მორგებული, მით უფრო კარგად იქნება ცნობიერად მიღებული. „კვლავ კარგად მოქცევა" არის საუკეთესო, ორ მხრივად შეთანხმებული გამოსავალი. ის, რომ სასჯელი რამდენადაც შესაძლებელია ზუსტად და თვალსაჩინოდ, ქმედებისა და შედეგის გარეგნული შესატყვისობით წარმოსდგეს, სასჯელის დამწესებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
სასჯელის ობიექტურობა
თუ სასჯელი სურათ-ხატოვანია და დასანახი, ბავშვისთვის მისი ობიექტურობაც საგრძნობია. ის განიცდის მას, როგორც საჭიროს, როგორც ჩადენილი საქციელის შედეგს. ბავშვში მან სამართლიანობის განცდა უნდა გამოიწვიოს. სასჯელის დაწესებისას ყოველგვარი პერსონალური და ემოციური უნდა გაყუჩდეს. მიუხედავად ამისა, ის არ უნდა იყოს მხოლოდ ფაქტობრივად ობიექტური, არ გაზიარებული. ამას ბავშვები სიცივედ და გულგრილობად აღიქვამენ და ტკივათ უფრო მეტად, ვიდრე თავად სასჯელი. ობიექტური სასჯელი ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებითა და ბავშვის მიმართ შინაგანი თანაგრძნობით მიიღწევა.
ტკივილის შეგრძნება
აღმზრდელის თანაგანცდა „დამნაშავისა" ცოცხალი უნდა იყოს, რადგანაც გამაჯანსაღებელი დასჯის მესამე თანამდევი ელემენტი ტკივილის შეგრძნების გაღვიძებაა. როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც ტკივილის განცდას აქვს მშვინვიერი გაწმენდის და, ამასთან ერთად, ცნობიერების გამომაფხიზლებლის და სინათლის შემომტანის ფუნქცია.
ასეთი ტკივილი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. ფიზიკური ტკივილი - ცემისას ან ყურის აწევისას (ალიყურისას) - ყოვლად იშვიათ შემთხვევაში განიხილება. სხეულებრივ დაძაბვად ჩაითვლება, მაგ., თუ ბავშვს, რომელსაც საყიდლებზე წასვლა დაევალა, დაავიწყდა საყიდლების გარკვეული ნაწილი, კვლავ მოუწევს მთელი გზის გავლა; ან როცა ჭამაზე დაგვიანებულს დესერტი არ ხვდება.
სხეულებრივ ტკივილს ყოველთვის თან ერთვის მშვინვიერი ტკივილი, რომელიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს - გამანადგურებელი გამძვინვარებიდან ფაქიზ მშვინვიერ ტკივილამდე. წესად უნდა მივიღოთ, რომ დასჯის უმაღლესი მიზანი მით უფრო საუკეთესოდ მიიღწევა, რაც უფრო მეტად ვუარყოფთ სხეულებრივ ტკივილს (მთლიანად) და უხეშ მშვინვიერ ტკივილს, და მას ფაქიზ ფორმებში მივცემთ გამოვლენის საშუალებას.
სინდისის შეგრძნების გამოღვიძება ის საშუალებაა, რომელიც დიდი სიფაქიზით უნდა იქნას გამოყენებული. ის ასევე ღრმად, ძირეულად და ძლიერ გამომაფხიზლებლად ქმედებს. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, ის პირდაპირი ქმედებით იქნება გამოყენებული, თუ ირიბად. რუდოლფ შტაინერი სიამოვნებით ყვება ერთ „სასჯელზე", რომელიც ვალტერ იოჰანეს შტაინმა, პირველ ვალდორფის სკოლის მაღალი კლასების მასწავლებელმა, გამოიყენა. ერთ დღეს შენიშნა, რომ მისმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე, დაიწყეს პატარა წერილების წერა. მან სწრაფად შემოატრიალა ისტორიის გაკვეთილის თემა და საფოსტო მიმოქცევის განვითარებაზე დაიწყო საუბარი. მოსწავლეები გაოცდნენ, შემდეგ კი შერცხვათ. წერილების წერა შეწყდა, ისე, რომ არც ერთი სიტყვა არ თქმულა ამ თემაზე... ანალოგიური ქმედებები ხშირად გვჭირდება. მაგ., როდესაც უზრდელობას, რომელსაც მოზრდილი წესით უნდა გაებრაზებინა, საერთოდ არანაირი რეაქცია არ მოსდევს, როგორც ფაქტი, უბრალოდ, დანახული არ იქნება. ანდა, უფრო ქმედითია, როდესაც მას გულღია იუმორს ვახვედრებთ.
ნების განმტკიცება
სინდისის ფაქიზი, მაგრამ გამჭოლი გრძნობა ხშირად საოცრებას ახდენს მეოთხე ელემენტთან მიმართებაში: ის ინტენსიურად ქმედებს ნებაზე. ბავშვები გრძნობენ, რომ მათი საკუთარი არსების საუკეთესო ნაწილში რაღაც ხდება. ისინი თავს შინაგანად სჯიან, იწყებენ თავის დაჭერას, აღვირის მორგებას. პატარები პირობას დებენ „მეტს აღარ ვიზამ". დიდებს ასეთი რამ აღარ უნდა ვათქმევინოთ, მათში უკვე თავად სასჯელმა იმოქმედა. ბავშვი გრძნობს მორალურობის ხარისხობრივ განსხვავებულობას, ეს უნარი ძლიერდება და ქმედებას იწყებს. ცნობიერება ნათელი, ფხიზელი და ყოვლისმომცველი ხდება. ბავშვმა წინ გადადგა ნაბიჯი.
ვცემოთ თუ არ ბავშვები?
საუბარი იყო იმაზე, რომ სასჯელის შემთხვევაში საქმე გვაქვს ცნობიერების შეცვლასთან. ეს გარკვეულწილად სხეულებრივ სასჯელებსაც შეეხება, მაგ., ცემას. რამდენიმე ათეული წლის წინ ალიყური შესაძლოა სწორი წამალი ყოფილიყო, ახლა კი ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: ცემა არ არის გამოსადეგი საშუალება პედაგოგიკისათვის! არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი აღმზრდელი ამ პასუხმა შეაწუხა, რადგანაც მან „თავის შველის" სხვა გზა არ იცის. მან შეიძლება საკუთარ გარემოცვაშიც იპოვოს მსგავსი მაგალითები, ადამიანები ხშირად სჩადიან „ამ ცოდვას", და ამით თავი გაიმართლოს: „მეც ხომ ადამიანი ვარო!"
შეიძლება მას არც კი ეთქვას, რომ ის უწესო საქციელს ჩადის. უმჯობესია თავად მიხვდეს, რომ ეს ასეა! შეიძლება ის ადვილად შეცდეს, როდესაც ხელით შეხებისას პირდაპირ, ზედაპირულ რეაქციას წააწყდება და იფიქროს, რომ ეს ბავშვს წაადგა, რაც წესით მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა „იგრძნო"! ეს მომენტალური ზემოქმედება ხშირად სახეზეა. მაგრამ ის ფარავს ნაკლებ შესამჩნევ ზემოქმედებას, რომელიც თანდათან იჩენს თავს ან საერთოდაც თითქმის არ მჟღავნდება. ის ბავშვში ტოვებს პასიურ განცდას, რომელიც აღმზრდელმა ააშენა მასსა და ბავშვს შორის, და, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ცემას, საერთოდაც, არაფერი გამოუსწორებია, პირიქით, დამაკავშირებელი ხიდი ჩაწყვიტა.
შესაძლოა შეგვეკამათონ, რომ აღმზრდელს, რომელმაც ბავშვი ცემა, მოგვიანებით თბილი ურთიერთდამოკიდებულება მოუპოვებია თავის აღსაზრდელთან. შეიძლება ეს ასეც იყოს. მაგრამ თუ ის გადავამოწმებთ, საიდან მოდის ასეთი კარგი დამოკიდებულება, ეს სხვა რამესთან მიგვიყვანს და არა ცემასთან, მაგ., თავდაჭერილობასთან, რომელიც სწორედაც რომ არასწორი ნაბიჯის შედეგად მოიპოვა.
წარმოვიდგინოთ, რომ ერთი, ზოგადად წესიერი ახალგაზრდა, უხეშობს და ძალადობს თავის პატარა ძმასთან ან მეგობართან. მოზრდილი, რომელმაც შეასწრო ამ ფაქტს, ბევრი ლაპარაკის გარეშე, ერთი კარგი ალიყურით ასრულებს ამ ამბავს. ახალგაზრდა უცაბედი ტკივილისა და შიშისგან სწრაფად გამოფხიზლდება და გონს მოეგება. მას ვერ წარმოუდგენია, როგორ გააკეთა ასეთი საშინელი რამ. მორალური წესრიგი კვლავ სახეზეა, და ჩანს, რომ ყველაფერი კვლავ თავის კალაპოტში დგება.
მაგრამ აღმზრდელთან მაინც რჩება არასასიამოვნო შეგრძნება. ის გრძნობს საჭიროებას, რომ თავი გაიმართლოს. საკუთარ თავს ეუბნება: რა თქმა უნდა, ალიყური, ჯობდა, ვიდრე საერთოდ არაფერი ან რაღაც უსუსური, არაფრისმთქმელი, არაფრისმომცემი ქმედება. ასე ეს საქმე უცბად და შთამბეჭდავად მოწესრიგდა. ქადაგების კითხვით ვერაფერს გახდებოდი. სწორედ ასეთ დროს უსიტყვო, პირდაპირი რეაქცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მიუხედავად ამისა, თუ იტყვიან, რომ ბავშვის ცემა შეცდომა იყოო, ეს ცხოვრებისგან მოშორებული, აბსტრაქტული იქნება, გამომდინარე თეორიებიდან, და არა კონკრეტული საქციელიდან კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში...
ყურადღება მისაქცევია იმაზეც, რომ ამ მსჯელობაში საკუთარი სიმართლის (სამართლიანობის) დამტკიცება ხდება, და არა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
აღმზრდელმა ჯერ საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, გამოიყენა კი მან პედაგოგიკის ყველა საშუალება? თუ ეს პატარა ბავშვები იყვნენ, რატომ არ სცადა საუცხოო საშუალება ყურადღების გადატანისა სხვა ახალ თამაშზე? თუ უკვე დიდები იყვნენ, რატომ არ მოიშველია მკაფიო ბრძანება ან ძლიერი შეძახილი? ვინ დაგვარწმუნებს, რომ მორალური სამყარო ნამდვილად დარტყმის შედეგად მოვა წესრიგში? ამ ამბის დაკვირვებას გაგრძელება მოჰყვება:
თუ აღმზრდელმა ბავშვი ცემა, მას მხოლოდ სინდისის მწველი გრძნობა კი არ უნდა აწუხებდეს, არამედ საერთოდ უნდა აიღოს ხელი აღმზრდელის პროფესიაზე. საამისოდ მას რაღაც მნიშვნელოვანი, საჭირო აკლია.
თვალნათლივ ჩანს, რომ ცემას რაც არ უნდა კეთილი პედაგოგიური საფუძვლები გააჩნდეს, კარგად მოაზრებულიც, სწორ მომენტში, სწორი მოცულობით და კარგი შედეგიც მოჰყვეს, მაინც აუცილებლად აქვს რაღაც არაკეთილი, დასაფიქრებელი შედეგი. ვინაიდან ყოველი სხეულებრივი დასჯა ქმედებს საზიანოდ, თავმოყვარეობის და პიროვნების ღირსების შემლახავად. ბავშვი ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში ჩაწიხლულია. და ეს „არაკეთილი" დიდხანს, ათწლეულების განმავლობაში მოქმედებს, როგორც ჩუმი, შეუხორცებელი ჭრილობა. ეს ხანგრძლივი ქმედება, ეს ზიანი, რომელიც ღრმად აღწევს, უფრო ანგარიშგასაწევია, ვიდრე წამიერი წარმატება. მას შეუძლია ბავშვში ბოროტი თვისებები წამოსწიოს და გააძლიეროს.
არ არის გასაკვირი, თუ ისეთი ბოროტი თვისებები, როგორიცაა ჩუმჩუმელობა, ეშმაკობა, სისასტიკე შედარებით სუსტ ბავშვებთან ან ცხოველებთან, სადიზმისადმი მიდრეკილება ვლინდება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბავშვობაში დაუზოგავად გადამეტებულად სცემდნენ. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს იშვიათად ხდება, ძნელია რაიმეს მყარად თქმა. აქ ერთი შეხედვით თითქოს არაფერი იგრძნობა. მაგრამ საკმარისია ამ ადამიანებს მოუსმინოთ, როგორ იხსენებენ ისინი ამ ალიყურს, და მიხვდებით ასეთი ქმედების მნიშვნელო



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved