რას ნიშნავს ასწავლო ევრითმია დღეს

15-07-2017


ვოლფგანგ ლეონჰარდი  2016 წლის მარტი

ევრითმია ეხმარება ბავშვებს, სწორად დაუკავშირდნენ მიწიერ სამყაროს. მოთხოვნები მის მიმართ ძალიან დიდია, ასევე დიდია წინააღმდეგობა, რომელიც მას წინ ხვდება. ვოლფგანგ ლეონჰარდი, ყოფილი სკოლის ექიმი ფორცჰაიმიდან, გარკვევით წარმოგვიდგენს ევრითმიის ეგზისტენციალურ აუცილებლობას და შუამდგომლობს ევრითმიის მასწავლებლების განტვირთვას.ბავშვის დაბადება ორჯერადი მოვლენაა. ბავშვის დაბადებას მოჰყვება მეორე დაბადება იმისა, რასაც ჩვენ მომყოლს (პლაცენტა სანაყოფე გარსებითურთ) ვეძახით. სწორედ ეს მომყოლი ბოლო ათწლეულების მანძილზე სულ უფრო მეტად მოექცა სპირიტუალური ადამიანთმცოდნეობისა და ბუნებისმეტყველების ინტერესის ცენტრში. ცხადი გახდა, რომ მთლიანი ემბრიონული განვითარება ცალკეულ დეტალებამდე ამ ემბრიონის გარემომცველი ორგანოებით წარიმართება. ისინი ფუნქციონირებას მხოლოდ ემბრიონის მზარდი დამოუკიდებლობისას, დაბადების წინ წყვეტენ. ანთროპოსოფიიდან ჩვენ ვიცით, რომ პლაცენტა ადამიანის მაფორმირებელ უმაღლეს მე-ძალებს, ადამიანის უმაღლეს კოსმიურ მე-არსებას გამოხატავს. მომყოლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველა ძველი კულტურის, ასევე ნაწილობრივ დღევანდელ აბორიგენთა რიტუალურ ადათ-წესებშიც მჟღავნდება.დაბადების შედეგად ეს შემომგარსველი, მაფორმირებელი ზენა სულიერი ძალები უკან იხევს და ბავშვს გარკვეულწილად მარტო ტოვებს. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ძალები საბოლოოდ კი არ გვტოვებს, არამედ მუდმივად გარემოგვიცავს და ერთგვარად ჩვენ გვიცდის. მთელი ადამიანი მუდმივად არის სულიერად მოსილი ზენა კოსმიური მე-ძალებით და საკითხავი მხოლოდ ისაა, მოხერხდება თუ არა ბავშვობაშივე მათთან დაკავშირება.რა გზები არსებობს, რომ შეძლებისამებრ ადრე დავუკავშიროთ ბავშვის ცხოვრება ამ ზენა კოსმიურ ძალებს? ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ მთელ პერიფერიულ ადამიანს კიდურების დახმარებით ვააქტიურებთ და ბავშვებს ვამოძრავებთ იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც კოსმოსზე მიყურადებით არის გადმოღებული. მეტყველების დროს ადამიანის სასიცოცხლო სხეული მუდმივად ასრულებს ამგვარ შინაგან, თავდაპირველად გარეგნულად უხილავ მოძრაობებს. მათში აღბეჭდილია განვითარების კოსმიური კანონები და რუდოლფ შტაინერმაც  სწორედ მათგან შექმნა ევრითმიული მოძრაობები.ამგვარად, ევრითმიის კეთებისას ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა, სასიცოცხლო სხეულის გავლით ფიზიკურ მოძრაობამდე მიიღოს რაღაც იმ მაფორმირებელი კანონებიდან, რომლებიც ემბიონულ განვითარებაში პლაცენტის გავლით მოქმედებდნენ. ევრითმიის გაკვეთილზე უფრო მაღალ ეთერულ საფერხურზე, გრძელდება ის, რაც პლაცენტის მეშვეობით ფიზიკურში მომზადდა.თუ რაოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანის მთელი განვითარებისთვის ევრითმიის ეს ადრეული გაკვეთილები, გვიჩვენებს გარეგანი მატერიალური ცხოვრების განვითარება, რომელშიც სულ უფრო მეტად ებმება ადამიანი. მიწიერი კანონზომიერებანი, მატერიალურ-ნივთიერი მოთხოვნილებები, ეკონომიური დამოკიდებულებანი მუდმივად იზრდება და ცდილობს მთლიანად დაიპყროს ადამიანი მის საქმიანობაში, მოძრაობაში, გარეგნობაშიც კი. მიწიერი ადამიანი - ნივთიერებათა ცვლის სისტემა, მატერიალურისადმი მიდრეკილება, ეგოისტური ნებელობა საკმაოდ ძლიერდება, ხოლო კოსმიური ადამიანი - ყურადღებიანობა, მოსმენა, გულისხმიერება, სულიერი სიფაქიზე თანდათან უკან იხევს. ამგვარად,  ვალდორფის სკოლების წინაშე დგება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაეხმაროს კოსმიურ ადამიანს.რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ევრითმიის მეშვეობით არ ხდება, მაგრამ ევრითმიის გარეშე ნამდვილი ვალდორფის პედაგოგიკის განხორციელება სულ უფრო გართულდება, რადგან სწორედ მისი წყალობით ხდება უშინაგანეს ეთერულში ბავშვების ჩართვა, გამოცოცხლება, აელვარება, რათა შემდგომ მათი შემოქმედებითი ძალები ყველა სფეროში გაიშალოს და გაიფურჩქნოს. გარდა ამისა, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ევრითმიას დღევანდელი დროის დინების წინააღმდეგაც უწევს მუშაობა, მიწიერი წინაღობების მუდამ და ხელახლა გადასალახავად. რატომ არის აუცილებელი ევრითმიის მასწავლებლების განტვირთვაზოგიერთი ვალდორფის სკოლის განვითარება-გაფართოებამ დამატებით გაართულა ევრითმიის მასწავლებლების მუშაობა. რუდოლფ შტაინერის სურვილი იყო, რომ ევრითმიის მასწავლებელს მაქსიმუმ 12, უმჯობესი იყო 10 საათი ჰქონოდა კვირაში. წლების მანძილზე საათების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა,ზოგიერთი კოლეგია ამასაც არ სჯერდება და ევრითმისტებს დამატებით გაკვეთილებს ატარებინებს ან კიდევ სხვა საქმიანობებს ავალებს. სწორედ აქედან წარმოიქმნება კონფლიქტები და მძიმე პრობლემური სიტუაციები; რადგან ამ მიმართულებით სვლას საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ ევრითმიის მასწავლებლების შრომა და ამასთან დაკავშირებული კოსმიური იმპულსი უმოქმედო ხდება. რა იწვევს ამას?ევრითმიის გაკვეთილს ვერ შევადარებთ სხვა რომელიმე საგაკვეთილო ფორმას. ის არსებობს მხოლოდ ვალდორფის სკოლაში, ესე იგი ის სცილდება ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის ფარგლებს. ასეთი შეუდარებლობა პირველ რიგში ევრითმიული მოძრაობის განსაკუთრებულ წარმომავლობას უკავშირდება, რომლის გაგებაც მხოლოდ და მხოლოდ ეთერულის ღრმა განცდიდან თუ შეიძლება.ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პირველია მიწიერის წინააღმდეგობა, გამოწვეული დღევანდელი დროის ნაკადიდან, რომელიც უნდა გადაილახოს. ამას ემატება ის, რომ ფიზიკური სხეული მისი ჩვეული მოძრაობებითა და ჩვეული სიხისტით ეწინააღმდეგება ევრითმიული მოძრაობის მისთვის უჩვეულო ეთერულ წარმომავლობას (საწყისს). მას, ფიზიკურ სხეულს, მხოლოდ თანდათანობით შეუძლია შეიძინოს პლასტიურობა, სიცოცხლე და გამჭვირვალობა. მესამეა წინაღობა, რომელსაც სამშვინველი (ასტრალური სხეული) ახვედრებს ეთერულიდან მომდინარე მოძრაობას, რამეთუ მას თავისი მოძრაობის იმპულსით სურს, რომ შეუზღუდავად გაიშალოს ფიზიკური სივრცის ყველა მიმართულებით. ამ შემთხვევში კი - მე-თი წარმართული - ცნობიერად უნდა გადაეწყოს ეთერულად იმპულსირებულ ევრითმიულ მოძრაობაზე, რომელიც მის მიერ მოუხერხებლად შეიგრძნობა. სწორედ ეს სამგვარი წინააღმდეგობა პერმანენტულად მოითხოვს ევრითმიის გაკვეთილზე ძალთა მობილიზებას (დაძაბვას), რაც არც კი შეედრება სპორტისა თუ ტანვარჯიშის გაკვეთილს.ამას ემატება სხვა დამამძიმებელი ფაქტორები. რუდოლფ შტაინერმა ევრითმიული მოძრაობები ადამიანის სამეტყველო ორგანოს (ხორხის) ეთერული მოძრაობებიდან გადმოიტანა. ჩვეულებრივ, ევრითმიის კეთებისას მეტყველება დაუშვებელია, რადგან მეტყველებისას წარმოქმნილი უხილავი ეთერული მოძრაობები და მოსმენისას წარმოებული გარე მოძრაობები ერთმანეთს ხელს უშლიან. ევრითმიის მასწავლებელმა კი ეს მაინც უნდა გააკეთოს. ეს არა მარტო ღლის და ძაბავს, არამედ რუდოლფ შტაინერის თანახმად, აავადებს ადამიანს. გარდა ამისა, ეს მოძრაობები მასწავლებელმა მხოლოდ თავისთვის კი არ უნდა აკეთოს, რაც შესაძლებელია გამაჯანსაღებელიც კი ყოფილიყო მისთვის, არამედ მან თავისი ეთერული ძალებით ყველა ბავშვი უნდა მოიცვას, რაც დამატებით საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისგან. ევრითმიულ მოძრაობებს თან ახლავს სხვადასხვა აღქმები, შეგრძნებები, გრძნობები, ეს ნიშნავს, რომ სულიერ-მშვინვიერი ადამიანი მეტ-ნაკლებად ცნობიერად მონაწილეობს მასში. აქედან გამომდინარე ევრითმიის მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მოძრაობა არ იყოს მექანიკური, ტლანქი, მოშვებული, არამედ სულიერ-მშვინვიერად აქტიურად შესრულდეს. ეს მოითხოვს ფხიზელ დაკვირვებას არა მარტო საკუთარ მოძრაობებზე, არამედ ყველა ბავშვის მოძრაობებზეც. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ცნობიერების ასეთი დაძაბვა ემატება კიდევ ზემოთ ჩამოთვლილებს.მიზანი ყველა ამ მცდელობისა მკაფიოა: მოსწავლეებს მივაწოდოთ ცოცხალი, გამშვინვიერებული მოძრაობები ისე, რომ ისინი აღენთონ და აღფრთოვანდნენ. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენი ბარიერია გადასალახავი ამის მისაღწევად: პირველ რიგში, დღევანდელი დროის, სხეულის, სამშვინველის წინააღმდეგობრიობა, რომელიც უნდა გადაილახოს. ამას გარდა, მეტყველება და ევრითმიზირება ერთდროულად, საკუთარი ეთერული ძალებით ყველა მოსწავლის მოცვა, მოძრაობის პარალელურად ყურადღება და ფხიზელი დაკვირვება უზარმაზარ ძალისხმევას და მსხვერპლგაღებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, შტაინერის მოთხოვნა - მაქსიმუმ 12 საათი კვირაში, ადვილად გასაგებია.ჩვენ შტაინერის ეს მოთხოვნა უბრალოდ კი არ უნდა შევასრულოთ, არამედ უნდა გავიაზროთ, თუ როგორ უდგებოდა იგი ამ საკითხს და უნდა გავაღვიძოთ სწორი გაგება ევრითმიის მასწავლებლების შრომისადმი: პირველ რიგში იმის მიმართ, რომ მათ აუცილებლად ესაჭიროებათ უფრო გრძელი ფაზა დასვენებისა და ძალთა აღდგენისათვის და თუ ისინი დამატებით კიდევ რაიმეთი უნდა დაკავდნენ, ეს უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხელოვნებითი ევრითმიის  კეთება, რათა განიკურნონ და გაჯანსაღდნენ ძალთა წარმტაცი, დამასუსტებელი გაკვეთილების შემდეგ. ევრითმიის ამ გამაჯანსაღებელ და მკურნალ კოსმიურ იმპულსთან კავშირში ყოფნა ვალდორფის სკოლებისთვის განსაკუთრებული საჩუქარია. ამ იმპულსისთვის თავდადებული ადამიანები კი ჩვენგან აღიარებასა და მადლიერებას უნდა იმსახურებდნენ.წყარო: http://www.erziehungskunst.de/artikel/forum/was-es-heisst-heute-eurythmie-zu-unterrichten/

 

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved