ევრითმიის სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტები და მიზნები
რუდოლფ შტაინერმა „ევრითმიული ხელოვნება" ვალდორფის სკოლის დაარსებისთანავე ყველა ასაკისათვის სავალდებულო საგნად მიიჩნია. აღზრდის ცოცხალ პროცესში, ასაკობრივი საფეხურების შესაბამისად, ევრითმიის ჩართვას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადამიანის ფორმირების საქმეში. იგი „გამშვინვიერებული" მოძრაობის საშუალებით მოიცავს სხეულს და ასე ქმნის მშვინვიერ-სულიერის ჰარმონიულ კავშირს სხეულებრიობასთან. ევრითმიას ადამიანის სხეულის ფლობისა და სიმარჯვის გასავითარებლად სპორტისგან განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნია. მისთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოძრაობისას, „მშვინვიერი" აქტიურობა და თანამონაწილეობა, მეორე მხრივ, ნებისმიერი მოძრაობის ობიექტური კანონზომიერებების შეცნობა.
ადამიანის სხეულებრიობა მოძრაობიდან იღებს ფორმას. მოძრაობის წყალობით, ადამიანი იძენს მეტყველების უნარს. მეტყველება ფორმად ქცეული მოძრაობაა, რომელსაც ვისმენთ.
თავდაპირველად მეტყველება, სიმღერა და ადამიანის მოძრაობა ყოვლისმომცველ ერთიანობას წარმოადგენდა. როცა ადამიანი წარმოთქმულ სიტყვას ისმენს, მისი სამშვინველი მოძრაობას იწყებს, ხოლო, როდესაც თავად მეტყველებს შინაგანად მოძრავი, ქმედითი ხდება. რუდოლფ შტაინერმა მოძრაობის ეს შინაგანი იმპულსი, რომელიც ადამიანში მეტყველებისას და მოსმენისას წარმოიქმნება, აღიქვა და შემოქმედებითად გააცოცხლა ჟესტების ენად და მთლიანი ადამიანის მიერ მოძრაობით წარმოთმულ „ხილულ მეტყველებად" აქცია. ასე წარმოიშვა ევრითმია, ახალი ხელოვნება. იგი ჩანასახის სახით მომდინარეობს თავად ადამიანის არსებიდან და სხეულს, როგორც გამომსახველ საშუალებას, როგორც ინსტრუმენტს აყალიბებს.
ყოველ ხმოვნისეულ ჟესტში მშვინიერი თვისობრიობა (გაოცება, აღფრთოვანება, თვითდამკვიდრება, შიში, სიხარული) მეტყველებს მისთვის დამახასიათებელი მუსიკალურობითა და შეფერილობით, ხოლო თანხმოვნისეულ მოძრაობებში _ დიფერენცირებული, ფორმადქმნილი ხატოვანი ძალა. ევრითმიული მოძრაობის დროს ადამიანი, მითუმეტეს, ბავშვი ჩართულია ამ მაცოცხლებელ, ხატოვან ძალთა განხვავებულ მოძრაობებში და მაგ. ქარის ქროლვაში „ს" ბგერის, წყლის ტალღურ მოძრაობაში „ვ" ბგერის, ხოლო მცენარის ზრდასა და აღმოცენებაში „ლ" ბგერის მოძრაობას განიცდის. ყოველი ბგერა მისთვის დამახასიათებელი პირველსაწყისი ფორმითა და სპეციფიკური მოძრაობით ვლინდება.
მეტყველების კიდევ ერთ ელემენტს რიტმულობა წარმოადგენს: მეტრული ზომა (მაგ., ჰექსამეტრი), (ალტერნირება), ბგერათა ჟღერის გამეორება (რითმა). მეტყველების რიტმიკა ადამიანის სუნთქვასთანაა დაკავშირებული: შეკუმშვა _ გაფართოება, შეკავება _ გათავისუფლება).
ადამიანის სხეული მუსიკალური კანონზომიერებებითა და ურთიერთმიმართებებითაა აგებული (ჩონჩხი, სხეულის პროპორციები). რუდოლფ შტაინერმა მუსიკაში არსებული მაფორმირებელი ელემენტების აქტიური მიყურადებით მოახდინა მათი მეტამორფოზირება ტონისა- და ინტერვალის ჟესტებად და მოძრაობებად და ამით „მუსიკალური", ადამიანის მიერ შესრულებული გამშვინვიერებული მოძრაობით, „ხილულ სიმღერად" აქცია.
ჯგუფური მუშაობის დროს საკუთარ ქმედებებზე კონცენტრირება მჭიდრო კავშირშია სხვისი მოძრაობის აღქმის სოციალურ უნართან და მხოლოდ მაშინ, როცა მიიღწევა ერთიცა და მეორეც, მოზარდი განიცდის ერთობლივი მოძრაობით გამოწვეულ სიხარულს.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები I კლასში
გაკვეთილი მთლიანად ზღაპრის განწყობით იგება. სივრცული ფორმები მოძრაობაში ბავშვის მხატვრული განცდის შესაბამისია. ერთობლივად შექმნილი წრე განიცდება როგორც „მზე" ან „სასახლის ბაღი„, სწორი ხაზი - „ოქროს ხიდი" ან „ჯადოსნური კიბე" და ა.შ.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები II კლასში
სავარჯიშოთა ამოსავალი წერტილი მთავარი გაკვეთილის თემასთან კავშირში, ცხოველების შესახებ პატარა მოთხრობებია. გრძელდება სხვადასხვაგვარი ნაბიჯის დამუშავება. ბავშვებს ეძლევათ უფრო რთული ამოცანები: მაგ., ერთმანეთის გარშემო შემოვლა. მუსიკალურში კვინტური განწყობაა კვლავ განმსაზღვრელი;
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები III კლასში
ამ ასაკის მოზარდი თავის გარემოცვასთან მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული, ამიტომ ევრითმიული ფორმები და მოძრაობები მისი ასაკობრივი განვითარებისა და მშვინვიერი მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა. ბავშვებმა უნდა შეძლონ სივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირება. პოეზიასა და მუსიკაში რიტმული ელემენტი უფრო დიფენცირებულად მუშავდება. სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეები ეცნობიან მუსიკაში -დიდ და პატარა ტერციას. ისინი სიტყვიერი სურათ-ხატებიდან ცალკეულ ბგერებს ამოიცნობენ. ეს პროცესი მეოთხე სასწავლო წელსაც გრძელდება.
გაკვეთილის შინარსი:
მთავარი გაკვეთილის თემასთან კავშირში მუშავდება „ხელობების" თემა:
რიტმული მოძრაობა მუსიკისა და ლექსის თანხლებით, რომელშიც თამაშის ფორმით იქმნება გეომეტრიული ფიგურები _ სამკუთხედი და ოთხკუთხედი;
ვარჯიშდება კითხვისა და პასუხის ამოცნობის უნარი მუსიკასა და მეტყველებაში (კითხვა-პასუხის სპირალი);
ბგერათა ჟესტების დამოუკიდებელი ამოცნობა;
ხმოვანთა მოძრაობის ვარჯიში;
მოქნილობისა და კონცენტრაციის სავარჯიშოები;
დიდი და პატარა ტერციის განცდა.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები IV კლასში
ამ ასაკში მნიშვნელოვანია ახალი მშვინვიერი ძალების - ფანტაზიისა და წარმოსახვის, ასევე მორალური უნარების განვითარება. ენის მთლიანობითი აღქმა, მშობლიური ენის გაკვეთილის პარალელურად შემოტანილი, ევრითმიული გრამატიკული ელემენტების (აპოლონური ფორმები) მეშვეობით უფრო დიფერენცირებული ხდება. ამგვრად, მოსწავლის მიერ ენის აგებულების (გრამატიკა) ათვისება არა მარტო განსჯის ძალებით, არამედ გრძნობისა და ნების სფეროში მისი გაცოცხლებით ხდება. ცენტრზე ორიენტირებულ წრიულ განლაგებასა და მოძრაობებს დროდადრო სივრცული ფორმების ფრონტალური შესრულება ენაცვლება. მოქნილობის, კონცენტრაციისა და ინტერვალთა (მაჟორული და მინორული ტერციები) სავარჯიშოების მრავალფეროვნება თან სდევს მოზარდის დამოუკიდებლობის შემდგომ განვითარებას. ევრითმიის გაკვეთილზე ქმედება წინ უსწრებს მასალის განსჯისმიერ გააზრებას: ასე მაგალითად, გრამატიკაში აქტივი და და პასივი, მუსიკის გაკვეთილზე მაჟორი და მინორი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეისწავლება. მუსიკალური ევრითმია „ადამიანის, როგორც ინსტრუმენტის" განცდით იწყება.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები V კლასში
გრამატიკული ელემენტების ფორმათა პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბგერისა და სიტყვის ჟესტების ფორმირებას. ხდება ენის მშვენიერების, რიტმისა და ფორმის, როგორც დანაწევრებული მთლიანობის, განცდა და გაგება. სიახლეს წარმოადგენს საკუთარი აღნაგობის გეომეტრიის აღმოჩენა ხუთქიმიან ვარსკვლავში. იგი სივრცეშიც სრულდება.
ისტორიის ეპოქასთან კავშირში: ტექსტები ძველი კულტურული ეპოქებიდან. აგრეთვე, ევრითმიულად სრულდება ლექსები უცხო ენაზე.
მუსიკალურ ევრითმიაში უკვე შესაძლებელია ორხმიანი პატარა მელოდიების დამუშავება, დო მაჟორის პირველი ტეტრაქორდის ტონებით: კონცენტრაციისა და მოქნილობის სავარჯიშოები (მაგალითად, სივრცეში სწრაფი ორიენტაცია სხვადასხვა ფორმათა ელემენტებით) გამაცოცხლებლად და მაიმპულსირებლად მოქმედებს.
გაკვეთილის შინაარსი
რთული ფორმები (სხვადასხვაგვარი ლემნისკატები, ვარსკვლავის ფორმები)
გრამატიკული ფორმები;
გეომეტრიული ფორმები;
ფორმათა ფრონტალური შესრულება;
ტექსტები ძველი კულტურული ეპოქებიდან;
მეტყველების ევრითმიაში მასალა უცხო ენაზე;
სხვადასხვა მაჟორული ტონალობა;
ორხმიანი მელოდიები და კანონები.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები VI კლასში
გეომეტრიის ეპოქის პარალელურად ხდება სივრცეში ფორმათა გარდაქმნაზე და ფორმაში ჩანაცვლებაზე ვარჯიში (სამკუთხედი, ოთხკუთხედი). ეს სავარჯიშოები მოზარდს ორიენტირებისა და აბსტრაჰირების უნარის განვითარებაში უწყობენ ხელს და მას დარწმუნებულობას მატებენ. ამ ასაკში იწყება მოძრაობის მთლიანობის თანდათანობითი რღვევა. ამიტომ კოორდინაციისათვის კარგია რიტმებისა და სიმეტრიის სავარჯიშოების, მუსიკალური ბგერისა და ინტერვალის სავარჯიშოების - განსაკუთრებით კი ოქტავის ჩართვა.
მეტყველების ევრითმიაში პირველად შემოდის დრამატული ელემენტი, რის შედეგადაც ბავშვის მშვინვიერი განცდის გამდიდრება და გაღრმავება ხდება. ყოველგვარ მოძრაობას, სიარულს, ხტომისა და ბგერათა ევრითმიას, ოქტავის ხასიათი უნდა ჰქონდეს. ფორმათა გარდასახვის ყველა სავარჯიშო დამოუკიდებელი, გაცნობიერებული მოძრაობით ზუსტად უნდა სრულდებოდეს.
გაკვეთილის შინაარსი
გეომეტრიულ ფორმათა გარდაქმნები;
გრამატიკულ ელემენტთა ფორმები;
სპილენძის ჯოხით სავარჯიშოები;
ალიტერაციები;
ინტერვალები- განსაკუთრებით ოქტავა -შესაბამისი სივრცული ფორმით;
მოსმენით სავარჯიშოები;
სავარჯიშოები ხტუნვით, რიტმები.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები VII კლასში
მშობლიური ენის გაკვეთილთან კავშირში მოსწავლე ფაქიზი ენობრივი ნიუანსების (მაგალითად, პირობითი წინადადებები) და ადამიანის სხვადასხვა მშვინვიერი განწყობის (გლოვა, სიხარული, სერიოზულობა, მხიარულება და ა.შ: ევრითმიული მოძრაობითა და ჟესტებით გამოხატვას სწავლობს.
გეომეტრიულ ფორმათა რთული გარდაქმნები აწესრიგებენ და სტრუქტურას გარედან იძლევიან. სხვადასხვაგვარი ფორმა ზრდის კონცენტრაციისა და მოძრაობის ფლობის უნარს და აღნაგობაზე ახდენს ზემოქმედებას.
აღმართვის მდგომარეობის განმამტკიცებელი სავარჯიშოები მერვე სასწავლო წლამდე მუდამ სრულდება გარდაქმნილი სახით.
გაკვეთილის შინაარსი
გრამატიკულ ელემენტთა ფორმების დრამატული ჟესტებით განვრცობა (მშვინვიერი ჟესტები).
ფეხის მდგომარეობები;
ხუთ-, ექვს-, შვიდ- და რვაკუთხედის რთულ ფორმებში ჩანაცვლება;
კონცენტრაციისა და ფლობის სავარჯიშოები (სპილენძის ჯოხით სავარჯიშოები);
მაჟორული და მინორული ტონალობები, მუსიკალური ნაწარმოების დადგმა;
იუმორესკები.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები VIII კლასში
მშვინვიერი და სივრცული გამოხატვის ყველა საშუალება დიდ დრამატულ ნაწარმოებებშია (მაგალითად, ბალადებში) თავმოყრილი. ევრითმიული მოძრაობის ძირეული კანონზომიერებები ისეა ათვისებული, რომ მაღალ საფეხურზე მასზე ახალ ფორმათა დაშენებაა შესაძლებელი. ბალადები და იუმორესკები ძლიერად გამოხატული მშვინვიერი კონტრასტებითა და პოლარობებით, მოზარდის შინაგან მდგომარეობას შეესაბამება. მუსიკალურ ევრითმიაში დიდი ჯგუფური ფორმები მუშავდება: ამით ძლიერდება სოციალური ერთობის განცდა. მაჟორსა და მინორს შორის მძაფრი მონაცვლეობა ამ ასაკობრივ საფეხურს შეესაბამება
გაკვეთილის შინაარსები
ბალადები;
მუსიკალური ნაწარმოებები ინტერვალთა ფორმებით;
ინტენსიური მუშაობა მაჟორსა და მინორზე;
გეომეტრიულ ფორმათა გარდაქმნები;
სპილენძის ჯოხით ვარჯიშები;
სხვადასხვა სახის ნახტომიანი სავარჯიშოები, რიტმები;
იუმორესკები;
ჰიგიენური სავარჯიშოები.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები IX კლასში
მეტყველებაში, მუსიკასა და სივრცულმოძრაობაშიდინამიურობა; პოლარობების გაცნობა;
სხვადასხვა ნაწარმოებისა და მწერლის გაცნობა;
საკუთარი გეშტალტის გეომეტრიი საღქმა და მისი ცნობიერი ფლობა;
მოძრაობების დამოუკიდებლად წარმართვა და ფორმირება;
ახალი ელემენტი: ჰარმონიების ფორმირება;
გაკვეთილის შესაძლო შინაარსი;
ფორმათა ესკიზების (ქორეოგრაფია) დამოუკიდებლად ან თანამონაწილებით შექმნა;
ძირითადი ელემენტების ხელახალი დამუშავება;
ლამაზი, გაცნობიერებული, სიარულის ინტენსიური დამუშაევბა;
თავისუფალი და კლასიკური რიტმები, ნათელი - ბნელი, ფორტე - პიანო და ა.შ.
აკორდები;
მელოდიისთვის ძლიერი მოძრაობები;
მრავალხმიანობა;
ტაქტი, რიტმი.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები X კლასში
ადამინისა და სამყაროს, გეშტალტისა და წრის პოლარობის აღქმა და გაცნობმიერება;
გარეგნული და შინაგანი მოქნილობის გაძლიერება;
მთავარი გაკვეთილის ეპოქებთან თემატური კავშირი: პოეტიკა, ისტორია (ძველი კულტურები);
მშვინვიერად განცდილის ჟესტებში გადაყვანის უნარი;
დინამიკას ემატება „აზრის - გრძნობის - ნების" მშვინვიერი ქმედებები, შესაბასმისი გამომსახველობითი უნარით;
ცეკვიდან - სადღესასწაულო ფორმად ქმნადობამდე.
დინამიკა მუსიკაში, მეცხრე კლასში განვლილი მასალის გაგრძელება და დიფერნცირება.
გაკვეთილის შინაარსი
პოლარობაზე აგებული სავარჯიშოები;
სამფაზიანი სიარული;
დრამატული ჟესტები;
ძირითადი ფორმების ახალ თემებში გამოყენება და ცნობიერად გავარჯიშება;
ფორმები: ნაცვალსახელებისათვის; ლირიკისათვის, ეპოსისთვის, დრამატული ხელოვნებისათვის; ლექსთწყობის ფორმათათვივს, რიტმის სახეობებისათვის;
დიდი ფორმის მუსიკალური ნაწარმოების დამუშავება;
კლასიკური ფორმები (მაგალითად, რონდო);
ჯგუფური ფორმები ანსამბლისათვის.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები XI კლასში
სუვერენიტეტი მოძრაობის ფორმირებაში: გეშტალტი - გარშემოწერილობა;
თაფისუფალიმოძრაობა და ფორმირებაუკანა, „უხილავ", მხოლოდ ცნობიერებით მისაწვდომ სივრცეში;
სტილისტური მუშაობა;
სხვადასხვასტილი: მოძრაობის სტილის შესაბამისი ფორმირება;
მთავარ გაკვეთილთან თემატური კავშირი: ხელოვნების ისტორია „აპოლონური- დიონისური საწყისები".
ხატვის გაკვეთილთან მიმართება: ფერთა განწყობის შესაბამისი ჟესტი და ფორმები;
პოლარობები;
ასტრონომია: პლანეტების შესაბამისი მოძრაობები;
სოლოები;
დიდი მუსიკალური წარმოდგენა.
სწავლების ძირითადი ასპექტები და მიზნები XII კლასში
ევრითმიული გამომსახველობითი შესაძლებლოების მიმოხილვა;
ჯგუფური ფორმების, განათების რეჟისურისა და კოსტიუმების დამოუკიდებლად ფორმირება;
ინდივიდუალური გეშტალტის, როგორც სამშვინველის გამომსახველი ინსტრუმენტის დაუფლება;
მოძრაობის, მდგომარეობისა და ჟესტის დიფერენცირებულად გამოყენება.
გაკვეთილის შინაარსი
სხვადასხვა სტილი;
მაგალითები თანამედროვე პოეზიამდე და მუსიკამდე;
ევრითმია, როგორც „ადამიანი - სამყარო"-ს ურთიერთმიმართების გამოხატულება;
ევრითმიის, როგორც თანამდროვე ხელოვნების წვდომა;
ევრითმია, როაგორც იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის სინთეზი.