პრაქტიკა ვალდორფის სკოლაში
სასოფლო-სამეურნეო პრატიკა მე-9 კლასში
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მომწიფების ასაკში მიეცეთ შესაძლებლობა შრომით პროცესებში ჩართვისა.
IX კლასელთათვის შესატყვისი და ახლობელია ინტენსიური მიმართება სასოფლო-სამეურნეო სფეროსთან. ამ ასაკში ადამიანს განსაკუთრებული სიცხადით უჩნდება კითხვები სასიცოცხლო პროცესების თაობაზე: რა დამოკიდებულებაშია ადამიანი დედამიწასთან, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროსთან, რა პრობლემები უჩნდება მას ტექნიკასთან და თანამედროვე საზოგადოებრივ ურთიეთობებთან დაკავშირებით? მოკლედ, ცხოვრების ყველა აქტუალური საკითხი მეტ სიმძაფრეს იძენს. საკუთარი ძალების გამოყენების ელემენტარულ სურვილთან და ნების გამოცდასთან ერთად ამ ასაკის ახალგაზრდებს სურთ შეასრულონ სამუშაოები, რომელიც წინდახედულებას, ენერგიას, სითამამესა და ფიზიკურ დაძაბვას მოითხოვს. ამას თან ერთვის ბუნებაში გასვლის ჯანსაღი, ბუნებრივი მისწრაფება, რომელიც ჩვენს ინდუსტრიულ ეპოქაში არასაკმარისად კმაყოფილდება.
მოსწავლეები ინტენსიურად ერთვებიან სასოფლო-სამეურნეო დაწესებულების საქმიანობაში, რომელიც აწარმოებს ნედლეულს, უვლის ლანდშაფტსა და მიწას. ამ პრაქტიკის დროს მოსწავლეები ცალ-ცალკე ან ჯგუფურად მუშაობენ ფერმაში და იქ იძენენ (უმეტეს შემთხვევაში ცხოვრებაში პირველად) მუშაობისა და პროდუქტის შექმნის გამოცდილებას.
სოციალური პრქტიკა მე-11 კლასში
არქიტექტურული მოგზაურობა მე-12 კლასში
„ნახულობენ მხოლოდ იმას, რაც იციან", - ეს გამონათქვამი სამართლიანია ხელოვნების ნიმუშებისათვის. მხოლოდ ამგვარი მიდგომით ხდება შეფასების უნართა განვითარება იმ ვრცელ და მარად ცვალებად სფეროში, როგორიცაა ხელოვნება. აქ საქმე ეხება არა სუბიექტურობის კულტივირებას, რომელიც სიმპათიისა და ანტიპათიის ვიწრო ჩარჩოებითაა შემოზღუდული, არამედ, მის გადალახვას აღქმისა და შემეცნების პროცესით.
ახლა უკვე სრულწლოვანებას მიღწეულმა დამკვირვებელმა უნდა განიცადოს, შეიგრძნოს და შეიმეცნოს ყოველივე ის, რაც გავლილი იყო XII კლასამდე ხელოვნებისეულ საგნებში, ბევრი რამის შეტყობა შეიძლება მუზეუმებიდან, მაგრამ მუზეუმების მონახულებაზე უფრო მნიშვნელოვანია არქიტექტურის გაცნობა, თანამედროვე ოსტატების სახელოსნოების მონახულება. ამ დროს საყურადღებოა პასუხების მოძიება შემდეგ კითხვებზე: როგორ დგას ჩემ წინაშე ნაგებობა, რას მეუბნება თავისი პროპორციების, შექმნის დროის, ნაციონალური, ეთნიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით? რომელ საზოგადოებრივ, პირად-ბიოგრაფიულ და ეროვნულ ნიადაგზე მოღვაწეობს მოცემული ხელოვანი?
ამრიგად, ხელოვნებასთან დაკავშირებული ადგილების მონახულება ზემოქმედებს არა მარტო სოციალური კუთხით კლასის ფორმირებაზე, (როგორც ნებისმიერი კლასის ექსკურსია), ის, უფრო მეტად, ზოგადკულტურული ზემოქმედების მქონეა. საქმე ეხება ერის კულტურული მემკვიდრეობის გაგების მცდელობას, ეპოქის, მხატვრის თუ ხელოვანთა ჯგუფის გაცნობას. ახალგაზრდას ექმნება შესაძლებლობა დაიკავოს გარკვეული პოზიცია თავისი თავისუფლებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინებით.