სიახლეები

ერევნელთა მასპინძლობა, ქართველ პედაგოგთა თეატრი, უკრაინელი კოლეგების სიმღერები და რუსული ფერხული - სემინარი ერევანში. სივრცე, სადაც დაიბადა ახალი ურთიერთობები

25-10-2016


ერევნელი და ქართველი კოლეგები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს ხან ერევანში, ხანაც საქართველოში. საზაფხულო არდადეგების ერთ კვირას პედაგოგიკის საფუძვლებზე მუშაობას უთმობენ. წამყვანი ლექტორები, ბატონი მიხეილ ცეხი და მარკუს ოსტერიდერი, ამ მუშაობის იმპულსის შემნარჩუნებლები იყვნენ და არიან.სემინარის ფარგლებში პედაგოგებმა განიხილეს და საფუძვლიანად დაამუშავეს მაღალი კლასების თემატიკა სხვადასხვა მიმართულებით. სემინარმა ერევნის და თბილისის ვალდორფის სკოლები ძალიან დააახლოვა ერთმანეთს. ამ სემინარის ფარგლებშივე დაიბადა მე-10 კლასელთა დამეგობრების იდეა, რომელიც დღემდე ხორციელდება და ქართველ და ერევნელ მოსწავლეებს ერთობლივ მუშაობაში ურთიერთგაცნობის საშუალებას აძლევს. მხოლოდ ამ სემინარის შემდეგ გახდა შესაძლებელი ჩვენი, ვალდორფის სკოლისკოლეგების, დაახლოება - დამეგობრება, ურთიერთგამოცდილების გაზიარება, პედაგოგთა მიწვევა სხვადასხვა პედაგოგიური მიზნით და ტურისტული სტუმრობებიც კი. უკვე 4 წელია, ზაფხულის არდადეგები ერევნელ კოლეგებთან შეხვედრის და მათთან მუშაობის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.
ჩვენი შეხვედრების მესამე ჯერზე, შარშან, 2015 წელს, პირველად დაისვა კითხვა - ხომ არ დადგა გარკვეული ცვლილებების დაგეგმვის და განხორციელების დრო? ამავდროულად, ამ სემინარის გაგრძელების აუცილებლობას მონაწილეთა მხრიდან ყველა ხედავდა. შინაარსებმა, რომელზეც ვმუშაობდით, გვაჩვენა მეზობელი ქვეყნების ჩართვის აუცილებლობა. ჯერი უკრაინასა და რუსეთზე შეჩერდა. იმ პოლიტიკურიმოცემულობის გათვალისწინებით, რაშიც მთელი სამყაროა ჩართული, სემინარის ახალ ფორმატში გადასვლა ახალ მოთხოვნებს გვიყენებდა , ეს ცოტათი გვაფრთხობდა და თან გვახარებდა კიდეც. ახალი გამოწვევების წინაში ვიდექით, თანაც ეს გამოწვევები ისევ ცდებოდა მხოლოდ პედაგოგიურ ფარგლებს. 2015 წლის ზაფხულში ერთობლივი სურვილით გადაწყდადაგვეწყო მზადება 2016 წლის სემინარისთვის, სადაც დაახლოებით 130 ადამიანი იქნებოდა მონაწილე მასპინძელთა ჩართვით. საკმაოდ ხანგრძლივი და საქმიანი მომზადების შემდეგ გადაწყდა, რომ სემინარი ჩატარებულიყო ერევანში. იცვლებოდა ჩვენი, აქამდე მონაწილე ქვეყნების, როლიც. ჩვენ ერთად უნდა გვემასპინძლა უკრაინელი და რუსი კოლეგებისთვის.
ძირითადი ხაზი იგივე დარჩა, მაღალი კლასების პედაგოგიკის ძირეულ საკითხებზე მუშაობდადოქტორი/პროფესორი მიხაელ ცეხი, კულტურულ-ისტორიული ეპოქების მიმოხილვა სხვადასხვა ასპექტით- დოქტორი/ პროფესორი მარკუს ოსტერიდერი , ხელოვნებით- პრაქტიკული სავარჯიშოები მიჰყავდათქართველ და ერევნელკოლეგებს, დისკუსია- შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე მოდერირებული იყო ოთხივე ქვეყნის ჩართულობით, კულტურული საღამოები ყოველი ქვეყნიდან -ასეთი საღამოები ყოველთვისმთელ შეხვედრას აერთიანებს, არსად ადამიანი ისე კარგად არ განიცდის ერთობას, როგორც ხელოვნების სფეროში.
ბატონი მიხელ ცეხი და ბატონი მარკუს ოსტერიდერი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში ატარეს ის ძლიერი იმპულსი, რომელმაც შეძლო ამ სემინარის გაძლიერება. ყოველწლიურად იბადებოდა, წინა წლების განმავლობაში განხილულ საკითხებზე დაფუძნებით , ახალ თემატიკაზე მუშაობის აუცილებლობა.თანმდევრულმა თანამშრომლობამშეგვაძლებინა სიღრმისეულ საკითხებზე გვემუშავა, რაც ერთჯერადი შეხვედრების დროს იშვიათად ხდება. ყოველი სემინარის ბოლოს გამართულ ერთობლივ საუბრებში უკვე იბადებოდა ის კითხვები, მოსაზრებები, იდეები, რომლებზეც სურდა კოლეგიას მუშაობა. ყოველ ჯერზე გვქონდა განცდა, რომ ეს იყო ყოველთვის ყველაზე ღრმა შრეებიდან წამოსული სურვილები, რაც ჩვენი პედაგოგიკური მუშაობის საფუძვლებს წარმოადგენს.
სწორედ ამ მრგვალი მაგიდის ფარგლებშივე დაიბადა იდეა დისკუსია -საუბრებისთვის, რომელიც ჩვენი 2016 წლის სემინარისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე უნდა ყოფილიყო.
დისკუსია- საუბრების დროს ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა საკუთარი თავი სწორედ იმ წარსულთან მიმართებაში დაინახა, რომლის შვილებიც ვართ. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, რომელიც არაერთ ქვეყანას ერთმანეთისაგან აშორებს, ყველამ დავინახეთ ის წარსული, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს, და ერთმანეთთან გვაკავშირებს. დავინახეთ წარსული, რომელსაც ჩვენი პიროვნული თუ ინდივიდუალური ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობა მიუღია. დავინახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პედაგოგთა სწორი მიმართება ნებისმიერი საკითხისადმი,რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ მტკივნეული და მოუშუშებელია. ჩვენ ხომ ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა მოსწავლეებთან, რომლებიც საკუთარ თავზე იწვნევენ თანამედროვე პოლიტიკური ვითარების სიმძიმეს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ამ საკითხებზე ვმუშაობდით, მოხდა ტერაქტი მიუნხენში. როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად საშიშროების ქვეშ დგას ის, რასაც ჩვენ ვემსახურებით - აღზრდა თავისუფლებისკენ. შიში და უნდობლობა გახდა დედამიწის ყველა მოქალაქის თანამგზავრი, რაც მოსწავლეების წინ მდგომმა მასწავლებელმა კარგად უნდა გაიაზროს და გაითავისოს.
სემინარის ფარგლებშივე დავიწყეთ სკოლების მომავალთანამშრომლობაზე ფიქრი და გაკეთდა პირველი მონახაზი სხვადასხვა პროექტისა, რომელიც შეიძლება შემდეგში განხორციელდესუშუალოდ მოსწავლეების ჩართვით. ამ პროექტების და მისი განხორციელების შესახებ ალბათ თვითონ კოორდინატორები გააკეთებენ ანგარიშს. ერთი კი ცხადია, ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ახალ ფორმატში გადადის.
ჩვენი, ქართველი პედაგოგებისთვის, ეს სემინარი კიდევ ერთი განსაკუთრებული იმპულსის განხორციელების საფუძვლად იქცა. იდეა, სკოლის კოლეგებს დაედგათ ერთობლივი სპექტაკლი, დიდი ხანია არსებობდა , მაგრამ ვერ ხერხედებოდა მისი ხორცშესხმა. მეტყველების თერაპიის ფარგლებში, რომელიც ერთი წელია სკოლაში ხორციელდება, ბატონ გოშა გორგოშიძესთან ერთად, დაიდგა სპექტაკლი „ანტიგონე". ნაწარმოები იმ თემატიკის გათვალისწინებით შევარჩიეთ, რაც ჩვენი სემინარის ძირითად ხაზს წამოადგენდა: ბოლშევიზმი და მისი მემკვიდრეობა.
ამ სპექტაკლმა განსაკუთრებულად დაგვაახლოვა კოლეგები ერთმანეთთან, განსხვავებული კუთხით დაგვანახა როგორც საკუთარი თავი და შესაძლებლობები, ასევე კოლეგები. ერთთვიანი მუშაობა სასწავლო წლის დასასრულს, როდესაცდოკუმენტაციის მოწესრიგებით ხარ დაკავებული, ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა ყველა კოლეგა აღნიშნავდა, თუ რაოდენ ცვლიდა ჩვენს ყოველდღიურობას ეს მუშოაბა.
ეს ინტენსიური, მრავალმხრივი დატვირთვის მქონე, ძალიან ბევრისმომცემი მუშაობა ვერ განხორცილედებოდა, რომ არაერთი გერმანელი და ერევნელი მეგობრების და იაო-ს ფინანსური მხარდაჭერა.
ყოველთვის, როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებით ხარ დაკავებული, გიწევს თვით უმცირესი დეტალის გააზრება - გათვალისწინება. განიხილავ ნებისმიერ საკითხს შიგნიდან და ამავდროულად ხარ დამკვირვებელიც. ეს დიდი საჩუქარი და პასუხისმგებლობაა, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ დიდი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად.
ყველასთვის ცხადია, რომ მდგომარეობა ჩვენს ქვეყნებში( და მთელ მსოფლიოშიც) არ არის მშვიდი, საკმაოდ რთულიც კია, ხანდახან უფსკრულის პირას გვიწევს გავლა და შხამი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ხშირად პოლიტიკური შეხედულებების გამო ეწვეთებათ, შობს ურთიერთსიძულვილს. ამის დაშვება და მიღება უკუქმედების გარეშე დანაშაულია. ამ სიძულვილის შეცვლა შეიძლება, თუ საკუთარ თავს იპოვი სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგში, როდესაც გაურკვეველ ნეგატიურ გძნობას , პასუხგაუცემელ კითხვას არ დატოვებ შენს თავში და მისცემ საშუალებას გაიაროს გრძნობისმიერი სფერო. შექმნი სივრცეს, სადაც დაიბადება ახალი ურთიერთობები.
ჩვენ ეს სივრცე გვქონდა 2016 წლის ივლისში, ერევანში და იმედი მაქვს იგივე მოხდება 2017 წლის ზაფხულში თბილისში.
მადლობა ამისთვის ყველას!
თეა როგავა
სემინარის თანაორგანიზატორი



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved