სიახლეები

ვალდორფის პედაგოგიკა საქართველოში - აღზრდა თავისუფლებისაკენ

11-04-2016


22-23 აპრილს თბილისის თავისუფალ ვალდორფის სკოლაში შედგება ორდღიანი კონფერენცია - "ვალდორფის პედაგოგიკა საქართველოში - აღზრდა თავისუფლებისაკენ."
კონფერენციის თემატიკა ეხება ვალდორფის პედაგოგიკას საქართველოში, რაც ერთი მხრივ, განსხვავებული სწავლების, მეორე მხრივ, კი საქართველოში არსებული ერთადერთი ვალდორფის სკოლის მეტად გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია "ღია კარი," სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ დაესწრონ გაკვეთილებს, ნახონ ეპოქის გაკვეთილის სტრუქტურა და ა.შ.
კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხავს თავისუფალი ვალდორფის სკოლების გაერთიანების, შუა და აღმოსავლეთევროპის ქვეყნების ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი ქრისტოფ იოჰანსენი.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, თბილისის სკოლების წარმომადგენლები.



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved