შტუტგარტის ევრითმიული დასის წარმოდგენა
22-05-2019
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი გულითადად გეპატიჟებათ
3 ივნისს
შტუტგარტის ევრითმიული დასის წარმოდგენაზე
პირველი ნაწილი დაიწყება 18:00 საათზე და განკუთვნილია "პატარა" და "დიდი" ბავშვებისთვის. წარმოდგენილი იქნება ძმები გრიმების ზღაპრის "ექვსი მსახური" ევრითმიული ინსცენირება გერმანულ და ქართულ ენებზე.
მეორე ნაწილი კი დაიწყება 20:00 საათზე. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური და მხატვრული პროგრამა ევრითმიული შესრულებით.
მხატვრული ხელმძღვანელი: მიხაელ ლებერი
ფორტეპიანო: ანა ნანუაშვილი
რეციტაცია: არმგარდ ფონ გაგერნი
მისამართი: გ.ლეონიძის 11
საქართველოს თეატრალური საზოგადოება
აკაკი ხორავას მსახიობთა სახლი
თავისუფალი დასწრება