უახლოეს დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები
1 ივნისს, შაბათს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში ჩატარდება ჩვენი ტრადიციული საზაფხულო თამაშები. თამაშებში მონაწილეობას იღებენ პირველი - მე-6 კლასის მოსწავლეები. თამაშებს აორგანიზებენ მე-9 და მე-10 კლასელები.
გულითადად გეპატიჟებით!
1 ივნისს, შაბათს, 14:30 საათზე, მე-8 კლასს აქვს წლის სამუშაოების წარდგენა;
3 ივნისს, ორშაბათს, 9:00 საათზე, Iბ კლასს ექნება ღია გაკვეთილი ევრითმიაში;
5 ივნისს, ოთხშაბათს, 9:00 საათზე, Iა კლასს ექნება ღია გაკვეთილი ევრითმიაში;
7 ივნისს, პარასკევს, 11:00 საათზე, Iა კლასის საანგარიშო ზეიმია;
8 ივნისს, შაბათს, 9:30 საათზე, Iბ კლასი აწყობს საანგარიშო ზეიმს.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, ორშაბათს, ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, ევრითმიული საგასტროლო წარმოდგენებია:
18:00 საათზე - ბავშვებისთვის;
20:00 საათზე - უფროსებისთვის.
გთხოვთ, მობრძანდეთ!