ვალდორფის პედაგოგიკა საქართველოში - აღზრდა თავისუფლებისაკენ
ორდღიან კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ვალდორფის პედაგოგიკის საფუძვლების, კლასის მასწავლებლის ინსიტუტის, ცალკეულ საგანთა (უცხოური ენები, მუსიკა ხელგარჯილობა/ხელობა) სწავლების მეთოდიკების შესახებ, თბილისის ვალდორფის სკოლის და ზოგადად ვალდორფის სკოლების გამოცდილების შესახებ ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებაში. ჩატარდა მასტერკლასები ხელგარჯილობის, ევრითმიის, ხატვის და გაკვეთილის რითმული ნაწილის სწავლების შესახებ.
კონფერენციაზე მოხსენებას წაიკითხა თავისუფალი ვალდორფის სკოლების გაერთიანების, შუა და აღმოსავლეთევროპის ქვეყნების ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ქრისტოფ იოჰანსენმა.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო "ღია კარი," სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ გაკვეთილებს, ენახათ ეპოქის გაკვეთილის სტრუქტურა და ა.შ.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, თბილისის სკოლების წარმომადგენლები.