ზაფხულის მოსვლა და ინდოეთის ფერები ვალდორფში

ვალდორფი... ეს არის ნამდვილად ალტერნატიული სივრცე საქართველოში... ალტერნატიული იმ გაგებით, რომ ეს არის ის იშვიათი სივრცე, სადაც არ კვდება ენთუზიაზმი, სადაც თავისუფლად სუნთქავ... სადაც ხშირად ვერც გაარჩევ ვინ მშობელია, ვინ მოსწავლე და ვინ მასწავლებელი, რადგან ყველანი მეგობრობენ... ეს არის თავდაცვებისგან თავისუფლების, საკუთარი გადაწყვეტილებების, ბავშვურად სუფთა ხალისისა და მომავლის სივრცე... აქ დიდხანს ვერ ძლებენ ეჭვის თვალები, უშნო სიტყვები და ავი განზრახვები... რადგან ჩვენ ვიცით როგორ გარდავქმნათ ისინი....
გარდა ამისა, ჩვენ ვიცით როგორ მოვაწყოთ დღესასწაულები... ვიცით როგორ გავახაროთ ბავშვები, როგორ მივცეთ მათ დამოუკიდებლობა, ისე რომ არ გავრიყოთ, როგორ გავერთოთ მათთან ერთად, ვიმეგობროთ და გვაინტერესებდეს მათ გვერდით ყოფნა... როგორ ვაგრძნობინოთ ბავშვებს და ერთმანეთსაც საკუთარი ღირებულება და აუცილებლობა... ჩვენ ვიცით როგორ ვიყოთ გულწრფელები...
ვინ ვართ ჩვენ???
ვალდორფის სკოლის მასწავლებლები, მშობლები და უფროსი კლასების მოსწავლეები... და როდესაც ჩვენს წინაშე რაიმე საჭიროება დგება ვაწყობთ ზეიმებს, ერთმანეთს ვჩუქნით დღესასწაულს და ყველაფერი ამით გვარდება....
თან, ჩვენ არ გვეშინია სიახლეების და ამიტომ 4 ივნისს, ზაფხულის პირველ კვირა დღეს თვისობრივად ახლებურ, თემატურ საქველმოქმედო ღონისძიებას გთავაზობთ. ზაფხულის მოსვლა და ინდოეთის ფერები.... ვალდორფში...
მოდით, მოიყვანეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, დიდებიც და პატარებიც, მოხვდით ვალდორფულ ინდოეთში და ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად...