ზაარბრუკენი-თბილისი 2016

15-10-2016


თბილისისა და საარბრიუკენის თავისუფალი ვალდორფის სკოლების მეგობრობა 20 წელზე მეტს ითვლის. გერმანელი და ქართველი ახალგაზრდები მონაცვლეობით მართავენ ერთობლივ კონცერტებს თბილისში, ბათუმსა და საარბრიუკენში. უკვე ტრადიციად ქცეული ვიზიტები დატვირთულია კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით. ამგვარი ურთიერთობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.
წელს საარბრიუკენის და თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლების ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრმა რამდენიმე კონცერტი გამართა, მათ შორის ბათუმში, ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლა-თერთმეტწლედში (07.10. პარასკევი, 18:00) და თბილისში, ა. ხორავას სახელობის მსახიობის სახლში 09.10. კვირა, 18:00 საათი)
ღონისძიების მხარდამჭერი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროგრამაში წარმოდგენილი იყო დვორჟაკის სიმფონია N9, ვ. აზარაშვილის ნოქტიურნი, ტელემანის - კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისთვის, კინომუსიკა და ქართული, გერმანული და აფრიკული ფოლკლორი. ორკესტრის დირიჟორებდნენ ჰუბერტ პეჰი და ირაკლი შერმაზანაშვილი (თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებული).
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისისა და ბათუმის ღირშესანიშნავი ადგილები.
2017 წლის სექტემბერში თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი საარბრიუკენში გაემგზავრება.



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved