სიახლეები

ვალდორფის პედაგოგიკის 100 წლის იუბილე

16-09-2017


ძვირფასო კოლეგებო, მშობლებო და მოსწავლეებო!

"ვალდორფი 100" დიადი იდეაა, რადგან მსოფლიოს 1200-ზე მეტ სკოლას ერთმანეთთან აკავშირებს. 2019 წლამდე, ვიდრე მთელ მსოფლიოში გავრცელებული ჩვენი პედაგოგიკური იმპულსის იუბილეს ვიზეიმებთ, გვსურს შევქმნათ ქსელი, რომელიც საიუბილეო წლის შემდგომაც ჩვენი შთაგონების წყარო და დამხმარე იქნება თანამედროვეობის დიდი პედაგოგიკური საკითხების სიხარულით და შემართებით გადაჭრის პროცესში. ამ საქმეში ჩვენ - მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები თუ სკოლის სხვა თანამშრომლები - ერთობლივად ვმონაწილეობთ, რადგან მხოლოდ ერთობლივად ძალგვიძს სული შთავბეროთ იმას, რაც ჩვენს დროებას ესოდენ ესაჭიროება: განვახორციელოთ პედაგოგიკა, რომელიც ბავშვებზეა ორიენტირებული, რათა მათ შემდგომ, ზრდასრულ ასაკში, მიმართულება მისცენ თავიანთ დროებას.

„ვალდროფი 100" ამავდროულად დიდ ზეიმადაც უნდა იქცეს და თითოეულ სკოლაში, თითოეულ საბავშვო ბაღში, სხვებთან ერთად ქალაქის, ქვეყნის, კონტინენტისა თუ საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნოს. ნებისმიერი იდეა, რომელიც ამ დღესასწაულს თქვენებურ ელფერს შესძენს, სასურველი და მისასალმებელია! თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა საიტზე www.waldorf-100.org წარმოადგინოთ თქვენთან მიმდინარე პროცესების ამსახველი მასალა და აგრეთვე გაეცნოთ თქვენი კოლეგების იდეებსაც. ცენტრალიზებულად ჩვენც შემოგთავაზებთ ერთ-ორ პროექტს, რაც ყველასთვის მარტივი განსახორციელებელი იქნება. პირველი პროექტი ერთდროულად მრავალი მონაწილისთვის იღებს სტარტს და მას ჰქვია: „ბარათების მიმოცვლა"

თითოეული ვალდორფის სკოლა მსოფლიოში არსებულ ყველა ვალდორფის სკოლას უგზავნის საფოსტო ბარათს და თავადაც იღებს 1200-მდე ბარათს. ყოველი ბარათი მოზარდების მიერ ინდივიდუალურადაა გაფორმებული და მათ ქვეყანაზე, სკოლასა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოსული ბარათებიდან ყოველ სკოლაში თანდათანობით იქმნება მსოფლიოს დიდი რუკა, სადაც თვალნათლივ მოჩანს რამდენი ვალდორფის სკოლაა სულ და სად.

განხორციელების გზა:იმისათვის, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ბარათები კლასებში გადანაწილდეს და თანაც ერთსა და იმავე დღეს! საქმიანობის გასაიოლებლად თითოეული სკოლა ჩვენგან მიიღებს იმდენივე შეუვსებელ საფოსტო ბარათს, რამდენი სკოლაცაა მსოფლიოში. ასევე დაბეჭდილია და თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ სკოლათა მისამართები. 

ჰენინგ კულაკ-უბლიკი, ჰანოვერი, 2017 წლის გაზაფხული



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved