სიახლეები

საერთაშორისო ახალგზარდული კონფერენცია ვალდორფის სკოლების X – XII კლასელებისთვის

03-10-2017


2016 წელს სომხეთში, ერევანში ჩატარებული საერთაშორისო პედაგოგიური კონფერენციის ფარგლებში დამუშავდა ვალდორფის სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ახალგაზრდული კონფერენციის ჩატარების იდეა. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ( საქართველო, სომხეთი, უკრაინა, გერმანია, რუსეთი) შექმნეს საორგანიზაციო ჯგუფი. კონფერენციის ჩატარების ადგილად განისაზღვრა უკრაინა, ქალაქი ოდესა. დრო - 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერი.

წლის განმავლობაში საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა მონაწილე მოსწავლეების შერჩევის კრიტერიუმები, კონფერენციის სამუშაო ენა (რუსული), თემა და პროგრამა.

2017 წლის 26 სექტემბერს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან გაემგზავრა დელეგაცია:

ნინო ლომიძე - საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, დელეგაციის ხელმძღვანელი

ნინო კვიტაიშვილი - მე-10 კლასის მოსწავლე

ანა ხვინთელანი - მე-10 კლასის მოსწავლე

ალექსანდრა ქსოვრელი - მე-9 კლასის მოსწავლე

ზურაბ საღირაშვილი - მე-11 კლასის მოსწავლე

მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში, მოამზადეს პრეზენტაცია ქვეყნისა და სკოლის წარსადგენად, დაესწრნენ ლექციებს

(სამდღიანი სალექციო კურსი, ჯამში 6 აკადემიური საათი), გადანაწილდნენ სხვადასხვა სადისკუსიო ჯგუფში.

კონფერენცია ითვალისწინებდა გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს, ქალაქისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობას, მოსწავლეები დაესწრნენ მსოფლიოში სახელგანთქმულ საოპერო თეატრში დადგმულ საოპერო სპექტაკლს (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო").

1-ლ ოქტომბერს, კონფერენციის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ჯგუფი იმავე დღეს დაბრუნდა თბილისში.

 

 

 

 

 

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved