სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან

20-11-2017


2017 წლის 15 ნოემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია", საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კერძო სკოლების წარმომადგენლებთან განხილული იყო სკოლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადეობა ახორციელებს ჰუმანიტარული საქმიანობების პოპულარიზაციას და მოუწოდებს ახალგაზრდებს ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობებში.
შეხვედრის ბოლოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ექვს კერძო სკოლას შორის, რომელთა შორის ჩვენი სკოლაცაა. 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved