სიახლეები

სამუშაო შეხვედრა თბილისის თავისუფალი სკოლა-ბაღის სამომავლო განვითარების ხედვაზე

09-12-2017


2017 წლის 8 და 9 დეკემბერს ა(ა)იპ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღის გაძღოლის კონფერენციასა და გამგეობასთან შეთანხმებით, ინიციატორი ჯგუფის ორგანიზებით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თბილისის თავისუფალი სკოლა-ბაღის სამომავლო განვითარების ხედვაზე. მუშაობა მიმდინარეობდა კავშირის ფარგლებში. 

ვორკშოპს უძღვებოდა პროფესორი, დოქტორი ფრიდრიხ გლაზლი - მედიატორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, თბ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მოწვეული პროფესორი ორგანიზაციის განვითარებისა და კონფლიქტების მართვის სფეროში შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საქართველო, ჰოლანდია, ავსტრია, პალესტინა, შვეიცარია, სამხეთ აფრიკა.
მუშაობა მიმდინარეობდა სკოლის სტრუქტურის, მასში არსებულ ორგანოთა ფუნქციების გააზრების მიმართულებით.
შემდეგი შეხვედრა ბატონ გლაზლთან დაგეგმილია 2018 წლის 13 იანვარს.

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved