IAO-ს ხელმძღვანელის ბატონი ქრისტოფ იოჰანსენის ვიზიტი

2017 წლის 11-დან 16 დეკემბრის ჩათვლით თბილისის თავისუფალ ვალდორფის სკოლა-ბაღში მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შუა და აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAO) ხელმძღვანელი ბატონი ქრისტოფ იოჰანსენი. ვიზიტის ფარგლებში იგი ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს სხვადასხვა კლასში დაბალ და საშუალო საფეხურზე. ბატონმა იოჰანსენმა რეკომენდაციები მისცა როგორც უშუალოდ პედაგოგებს, ისე ხარისხის მართვის ჯგუფის წარმომადგენლებს.
ასევე, თბილისის თავისუფალი სკოლა-ბაღის სამომავლო განვითარების ხედვაზე სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შედგა ღია საუბრები მმართველ ორგანოებთან, დაინტერესებულ მშობლებთან, სადაც განხილული იყო ვალდორფის სკოლის მართვის არსებული მოდელები და გამოცდილებები, დასმული იყო აქტუალური კითხვები, მათ შორის, მშობელთა სათათბიროსთან დაკავშირებით.
ბატონი იოჰანსენის შემდგომი ვიზიტი დაგეგმილია 2018 წლის მაისის თვეში.