ხელშეკრულების შინაარსი

25-03-2019


ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ ხელმოწერამდე გაეცნოთ საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.

                                                                                                                                                      

საგანმანათლებლო  მომსახურების  ხელშეკრულება

ა(ა)იპ - თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი (შემდგომში - სკოლა) წარმოდგენილი

საქმეთა მმართველის, ეკა გვრიტიშვილის სახით, ერთი  მხრივ, და  ამავე  სკოლის მოსწავლის ________________________________  პ/ნ______________________ მშობლები/კანონიერი წარმომადგენელი ____________________________  და ____________________________ (შემდგომში - მშობლები) მეორე მხრივ,

ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას, რომლის თანახმად: 

     

1.      სკოლა ვალდებულია:

1.1.განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სასწავლო გეგმისა და ვალდორფის პედაგოგიკის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად;

1.2.შექმნას სკოლაში მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო;

1.3.შექმნას ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების  ჩამოყალიბებისათვის  საჭირო პირობები;

1.4.უზრუნველყოს მოსწავლე აუცილებელი ცოდნით, განუვითაროს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დაამკვიდროს   სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ხელი შეუწყოს მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში;

1.5.უზრუნველყოს მოსწავლის მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და  მათი ინფორმირება მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ქცევის წესის, გაკვეთილების გაცდენა-დაგვიანების შესახებ და სხვა. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი მშობლის ინფორმირების შემთხვევაში მეორე მშობელიც ინფორმირებული/გაფრთხილებულია.

1.6.სასწავლო წლის დასრულებიდან არაუმეტეს ორი კვირისა მოსწავლის მშობლებს გადასცეს მოსწავლის დახასიათება სასწავლო საგნების მიხედვით.

2.    სკოლა უფლებამოსიალია:

2.1.ყოველწლიურად გადახედოს და სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით განსაზღვროს სწავლის საფასურის ოდენობა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის კონიუნქტურის, დაწესებულების ბიუჯეტისა და სკოლის განვითარების გეგმის გათვალისწინებით;

2.1.1.მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სწავლის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

2.2.გარიცხოს მოსწავლე სკოლიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლის შინაგანაწესის უხეში  დარღვევის შემთხვევაში და ვადაზე ადრე შეწყვიტოს საგანმანათლებლო მომსახურების  წინამდებარე ხელშეკრულება;

2.3.დაამუშაოს მოსწავლის პერსონალური მონაცემები საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

2.4.გამოიყენოს მოსწავლის დ/ან მისი ნამუშევრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა საანგარიშო, სარეკლამო თუ სხვა რაიმე მიზნით.

2.5.მშობლების მიერ საგანმანათლებლო მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, მათ შორის სწავლის საფასურის სამ თვეზე მეტი ვადით გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.  

3.      მოსწავლე ვალდებულია:

3.1.ისწავლოს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი; რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და საგნობრივი პროგრამებით    განსაზღვრული დავალებები;

3.2.დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

3.3.გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები.  სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში დამდგარი ზიანი უნდა ანაზღაურდეს მშობლების მიერ  და/ან გამოსწორდეს მოსწავლის მონაწილეობით.

3.4.სათანადო ჩაცმულობით და აუცილებელი სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;

3.5.გაუფრთხილდეს სკოლის სახელსა და ავტორიტეტს;

3.6.პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა თანამშრომლებს.

4.      მოსწავლე უფლებამოსილია:

4.1.მიიღოს ხარისხიანი განათლება;

4.2.თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

4.3.მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი და ობიექტური შეფასება;

4.4.თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის ადმინისტრაციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;

4.5.მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;

4.6.ისარგებლოს სკოლის ექიმის, ფსიქოლოგის დახმარებით;

4.7.მოითხოვოს სკოლის შინაგანაწესით და საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;    

4.8.იცნობდეს სკოლის მიერ დადგენილ ნორმებს მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

4.9.განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

5.      მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

5.1.დაიცვას და გაუფრთხილდეს სკოლის სახელსა და ღირსებას;

5.2.სისტემატიურად დაესწროს კლასის მშობელთა  კრებას;    

5.3.გადაიხადოს სწავლის საფასური ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტის შესაბამისად მისთვის სასურველი შემდეგი  პერიოდულობით:

ა) წელიწადში ერთხელ სრულად - სასწავლო წლის დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში;

ბ)  წელიწადში ორჯერ ნახევარ-ნახევარი - სემესტრის დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში

გ) კვარტალურად - ყოველი კვარტლის დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში;

დ) ყოველთვიურად არაუგვიანეს შესაბამისი თვის 10 რიცხვისა;

5.3.1.      ამ ხელშეკრულების 5.3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტით დადგენილი წესის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან სულ მცირე ორჯერ დარღვევისას, 5.3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სწავლის საფასური გადაიხადოს 5.3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

5.4.მეთორმეტე კლასის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ამ ხელშეკრულების 5.3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტით დადგენილი წესით სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში ვალდებულია სწავლის საფასური  სრულად დაფაროს არაუგვიანეს სასწავლო წლის 10 მაისისა;

5.5.ამ ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაიხადოს ამ ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრული ოდენობა;

5.6.გააფრთხილოს სკოლა მოსწავლის მობილობის შესახებ არაუგვიანეს ერთი თვისა, გარდა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა.

5.7.დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლას თავისი საკონტაქტო მონაცემების ცვლილება.

6.      მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია:

6.1.ვადამდე შეწყვიტოს წინამდებარე საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება სკოლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში;

6.2.მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების შეფასებაში;

6.3.მიაწოდოს ადმინისტრაციას  რეკომენდაციები და წინადადებები სკოლის განვითარებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

7.      სწავლის საფასური და სხვა დამატებითი პირობები:

7.1.სწავლის სრული საფასური 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვრება 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

7.2.სკოლაში მეორე შვილის სწავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება 25%-ის (875 ლარი) ოდენობით, მესამე და მომდევნო შვილის სწავლის შემთხვევაში 30%-ის (1050 ლარი) ოდენობით. ფასდაკლება ვრცელდება მეორე და/ან მომდევნო, ასაკით უმცროს, შვილზე.

7.3.სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლის სკოლიდან გადასვლის (მობილობა ან სხვა საფუძველი) შემთხვევაში ამ ხელშეკრულების 7.2  პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (სწავლის საფასურის 25% ან/და 30%) აღარ გავრცელდება გადასვლის მეორე დღიდან და მშობელს წარმოეშობა ვალდებულება სწავლის საფასურის სხვაობა გადაიხადოს სრულად (თუ ამ ხელშეკრულების 7.4  პუნქტის შესაბამისად, მშობელს სწავლის საფასური გადახდილი ექნება სრულად, ან/და საფასურს იხდის ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, მაშინ გაზრდილი ოდენობით სწავლის საფასურს გადაიხდის დარჩენილი თვეების პროპორციულად);

7.4.სწავლის საფასურის წინსწრებით სრულად დაფარვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება სრული თანხის 3%-ს ოდენობით.

7.5.სწავლის საფასურის გადახდისგან არ თავისუფლდება მოსწავლე, სკოლის გაცდენის (მათ შორის საპატიო მიზეზით), სასკოლო გაცვლით პროგრამებში (მათ შორის საზღვარგარეთ) მონაწილეობის პერიოდში.

7.6.მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე მოსწავლის მიერ მობილობის ან სხვა საფუძვლით სკოლიდან წასვლის შემთხვევაში სწავლის საფასური უნდა დაიფაროს (თვეებზე გადანაწილების შემთხვევაში) ერთი თვის თანხის სრული ოდენობით.

7.7.სწავლის საფასურის გადახდა დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ფულის ერთეულით - ლარით სკოლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;

7.8.კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლის მობილობის, სკოლიდან გარიცხვის ან საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიმდინარე სასწავლო წლისათვის წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური არ დაუბრუნოს.

7.9.ყოველგვარი სახის დავა სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.10.       სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ან სააღსრულებო ბიუროს, რომელიც ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

7.11.       სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, სკოლასა და მშობლებს შორის მოლაპარაკებების წარმოებისას და დავალიანების გადახდის განსხვავებულ წესზე შეთანხმების მიზნით, სკოლა უფლებამოსილია გადასცეს მშობლის გადახდების/დავალიანების შესახებ ინფორმაცია სკოლის მმართველ ორგანოებს და სხვა მშობლებს.

7.12.       სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობის  შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია არ  გასცეს  მოსწავლის პირადი საქმე და მოსწავლის მონაცემები აკადემიური მოსწრების შესახებ და არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება დავალიანების დაფარვამდე.

7.13.      მოსწავლის მიერ ძვირადღირებული ნივთების სკოლაში ან სხვა საკლასო ღონისძიებაზე (ექსკურსია, პრაქტიკა და სხვა) დაზიანებისა და დაკარგვის შემთხვევაში სკოლა პასუხისმგებელი არ არის ზიანზე.

8.      ხელშეკრულების მოქმედებისა და ძალაში შესვლის ვადა:

8.1.ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 1 სასწავლო წელი;

8.2.მხარეების მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ ხელშეკრულების მოქმედება ყოველწლიურად ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადით.

8.3.სკოლა უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, გარდა 2.1.1. პუნქტისა. ცვლილებების შესახებ სკოლა ვალდებულია აცნობოს მშობლებს ცვლილების ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე.

8.4.ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

8.4.1.      პირველკლასელთა მშობლებთან ხელმოწერილი საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება ძალაშია მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად კანონმდებლობით გათვალისწინებულ წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად პირველი თვის (სექტემბრის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 



უკან




Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved