კავშირის ხელმძღვანელი ორგანოებია:

ა) წევრთა საერთო კრება; 

ბ) გამგეობა; 

გ) სკოლის გაძღოლის კონფერენცია;

დ) საგარანტიო საბჭო. 

გამგეობა - შედგება კავშირის 7 წევრისაგან. გამგეობაში შედიან როგორც გაძღოლის კონფერენციის წარმომადგენლები, ასევე, კავშირის სხვა წევრები. ამასთან, გაძღოლის კონფერენცია გამგეობაში თავისი წრიდან წარადგენს 3 წევრს, ხოლო დანარჩენი 4 წევრი არჩეულ უნდა იქნას საერთო კრების მიერ იმ პირობით, რომ ისინი არ უნდა იყვნენ მასწავლებელთა კოლეგიის და გაძღოლის კონფერენციის წევრები; გამგეობა იკრიბება  თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში გამგეობას შეუძლია ჩაატაროს დამატებითი სხდომები.

გამგეობა თავისი რიგებიდან ირჩევს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგი¬ლეს. გამგეობის თავმჯდომარე არ უნდა იყოს გამგეოაბაში სკოლის გაძღოლის მიერ წარდგენილი წევრი. 

გაძღოლის კონფერენცია - წარმართავს სკოლის პედაგოგიურ მუშაობას და პასუხისმგებელია მასზე. გაძღოლის კონფერენციასთან ზეპირი შეთანხმებით ან მისი წერილობითი თანხმობით ამ წესდების შესაბამისად წყდება სხვა საკითხები;გაძღოლის კონფერენციის გადაწყვეტილებები სასურველია ერთხმად იქნას მიღე­ბული. თუ ერთსულოვნება ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილებები მიიღება უბრალო უმრავლესობით.

 

საქმეთა მმართველინიშნავს გამგეობა გაძღოლის კონფერენციასთან ზეპირი ან წერილობითი შეთანხმებით. საქმეთა მმართველი უნდა იყოს კავშირის წევრი.

პედაგოგიური კონფერნეცია - შედის ყველა მასწავლებელი. იკრიბება ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით. პედაგოგიური კონფერენცია, თავის მხრივ, იყოფა დაბალი და მაღალი საფეხურის კლასების კონფერენციებად.

საგარანტიო საბჭო - კავშირი “რუდოლფ შტაინერის აღზრდის ხელოვნების მეგობრები”-  არის ხელმძღვანელი ორგანო, რომლის დასტური წარმოადგენს აუცილებელ პირობას კავშირის მიზნის შეცვლისთვის, უძრავი ქონების გასხვისებასთან ან სხვაგვარი უფლებით გადაცემათან, კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას,

Created By Studio SPAR.GE
2014 All rights reserved